საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

აგროჰაბმა

საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია აგროჰაბი საკუთარი ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად ჰიპერმარკეტის ახალი ფილიალი ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე,  #19-ში გაიხსნა.

 

ახალი ფილიალი სავაჭრო სივრცეს, კაფეს, ტერასას და გარე და შიდა საპარკინგე სივრცეებს აერთიანებს. ის სრულად მომხმარებლის ინტერესებზე არის მორგებული.  ფილიალში დასაქმებულია ადგილობრივი 300-ზე მეტი თანამშრომელი. საწარმოში კი ყოველდღიურად 1,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება.

 

ინფორმაციისთვის, აგროჰაბის პირველი ფილიალი 2016 წელს გაიხსნა და ის აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში.  კომპანია თავად აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტს. მას აქვს ISO22000 სტანდარტით სერტიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, ფერმები, ხორცპროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო საამქროები, ასევე საკუთარი ღვინის მარანი. აღსანიშნავია, რომ აგროჰაბში წარმოდგენილი პროდუქტები ნატურალური ქართული ნედლეულისგან მზადდება და ის წარმოების ყველა ეტაპზე მრავალსაფეხურიან შემოწმებას გადის.

 

„აგროჰაბის ქუთაისის ფილიალი არის რიგით მეორე, ბათუმის შემდეგ, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაიხსნა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს მაღალი ხარისხის პროდუქტთან და მომსახურებასთან წვდომა.  ჩვენთვის ეს ზრდისა და მომხმარებელთან უფრო ახლოს ყოფნის კიდევ ერთი ნაბიჯია, ხოლო რეგიონისთვის ეკონომიკური სტიმული, რადგან მსგავსი ინიციატივები  ქალაქში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და დასაქმებას უწყობს ხელს.

 

საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა ჩვენი საქმიანობის სტაბილურად განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია.  ეს არის თანამშრომლობა, რომელიც საერთო ხედვას ეფუძნება - ხელი შევუწყოთ ქართული წარმოების განვითარებას, მომხმარებლების წახალისებას და ეკოსისტემის გაძლიერებას.  წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის: ფერმერული და სასათბურე მეურნეობების გაძლიერება, ცენტრალური წარმოების გაფართოება და უახლესი პროექტი - ცენტრალური წარმოების მზის პანელებით აღჭურვა, რაც ენერგოეფექტიანობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

გარდა ამისა, ერთობლივად შექმნილმა აქციებმა და შეთავაზებებმა ათასობით ერთგული მომხმარებელი გააერთიანა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პარტნიორობის მიზანი ნამდვილად მომხმარებლის კმაყოფილებაზე არის ორიენტირებული. სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ“, - განაცხადა აგროჰაბის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა

ინფორმაციისთვის, აგროჰაბის ქუთაისის შენობის დიზაინზე არქიტექტურულმა კომპანია „სტუდია9“ - მ იმუშავა,  რომელიც 2025 წელს პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის Architizer A+Awards - ის გამარჯვებული გახდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
16 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...

ეს საინტერესოა 1786827499

ქონექთი
„სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს“ - „რეპსოლი“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის რეალიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786822857

ცხენის ნარჩენები ნაბახტევში
ხაშურის სოფელ ნაბახტევში დაკლული ცხენების ნარჩენები იპოვეს — ადგილობრივები ეპიდემიოლოგიურ საფრთხეზე საუბრობენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...

შემთხვევა 1786821002

ინდონეზია მიწისძვრა
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...

მსოფლიო 1786802130

ამინდი
15-18 აგისტოს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...

საზოგადოება 1786797933

სტიქია თბილისი
რა ვითარებაა 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შემდეგ დედაქალაქში - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...

საზოგადოება 1786787163