საქართველოს ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge მდგრადი ეკონომიკის კურსი დაემატა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1722946622
საქართველოს ბანკი ბიზნესის განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას ახლახან მორიგი კურსი, მდგრადი ეკონომიკა დაემატა. კურსი საინტერესოა ყველა ბიზნესისთვის, რომელსაც სურს, დანერგოს მდგრადი პრაქტიკები ყოველდღიურ საქმიანობაში, შეამციროს დანახარჯები და მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა. კურსს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანთია უძღვება.
კურსი ათ ვიდეოლექციას მოიცავს და მისი გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუძლია. ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
·
მდგრადი განვითარების კონცეფციის არსი;
·
კლიმატის ცვლილების გავლენა ბიზნესზე;
·
მდგრადი ბიზნეს მოდელები;
·
რესურს ეფექტიანობა და სუფთა წარმოება;
·
გარემოსდაცვითი მართვის სისტემები;
·
გარემოსდაცვითი სტანდარტები;
·
ენერგოეფექტურობა ბიზნესში;
·
მდგრადობა და ახალი პერსპექტივები;
·
მდგრადი ფინანსები.
“საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს, საპასუხოდ კი ქმნის პროექტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად მოამზადებს. ასეთი პროექტია ბიზნესკურსიც, რომელიც უკვე 50-მდე უფასო კურსსა და მასტერკლასს აერთიანებს. პლატფორმა არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. იგი მუდმივად ახლდება. ახალი ბიზნესკურსი - მდგრადი ეკონომიკა - თანამედროვე ბიზნესისთვის რელევანტურ საკითხებს მოიცავს. თანამედროვე მომხმარებელი დღეს უფრო მეტად აფასებს ისეთ ბრენდებს, რომლებიც მწვანე ინიციატივებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ ახალი ბიზნესკურსი მსმენელებს გარემოსდაცვით საკითხებში ნავიგაციას გაუწევს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
დარეგისტრირდით მდგრადი ეკონომიკის ბიზნესკურსზე ამ ბმულიდან ან შეარჩიეთ სასურველი კურსი პლატფორმაზე Businesscourse.ge
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











