საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო

 საგანმანათლებლო პროგრამე

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც ქმნის განათლების შესაძლებლობებს მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამების საგაზაფხულო მიღება იწყება:

STEM სკოლა

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში გაზაფხულის სემესტრზე მიღება დაიწყო და 2 მარტამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

STEM სკოლა მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები იღებენ როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ცოდნას მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. მასში მონაწილეობის მიღება VII-XI კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.

ინფორმაციისთვის, STEM სკოლა უკვე 2000-მდე მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია. 

Code IT

პროგრამირებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, Code IT-ზე მიღება დაიწყო. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

Code IT საქართველოს ბანკის, ICT-ის ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელიც პროგრამირებით დაინტერესებულ 14-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს 8 ტექნოპარკში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტასა და თბილისში (და დამატებით 5 ლოკაციაზე) დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.

Code-IT-ის ფარგლებში, ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს და პროგრამაზე სწავლა სრულად არის დაფინანსებული.  

Code IT-ს კურსზე რეგისტრაცია 22 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, სწავლა კი 10 მარტს დაიწყება. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება. 

ევერესტი

მოსწავლეებისთვის განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია.

ევერესტის საგაზაფხულო სეზონზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება და 27 მარტამდე გაგრძელდება. პირველი ტური ონლაინ გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება II, III, IV, V და VI კლასის მოსწავლეებს შეეძლებათ. მეორე ტური კი დასწრებული ფორმატით 28 და 29 მარტს ჩატარდება. რეგისტრაციისთვის და ევერესტის ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ფინანსური განათლების სასერთიფიკატო კურსები

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტს - ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს იწყებს.

ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე.  შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.

ინიციატივის ფარგლებში, პირველ შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი სტუდენტებთან გამართავს. შეხვედრა 21 თებერვალს, 13:00 საათზე, თამარ ჭოველიძის 7-ში, Lolita-ს მე-3 სართულის სივრცეში ჩატარდება. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს ბანკისა და პარტნიორების სერტიფიკატები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზებით, მასწავლებლების კონკურსზე განაცხადების მიღება მარტიდან დაიწყება. პროექტის მიზანი ისეთი პედაგოგების გამოვლენაა, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ განათლების სფეროში.

ამისათვის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, ნომინირება გაუწიოს მასწავლებელს ან თავად წარადგინოს განაცხადი ვებგვერდზე www.tprize.ge

ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მხოლოდ ნაწილია. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
10 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

10 ნოემბრის ენერგიები ხასიათდება კომუნიკაბელურობით, ახალი ინფორმაციის აქტიური მიღებისა და საქმიანი კავშირების გაღრმავების სურვილით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს დიალოგის, მოლაპარაკებებისა და იდეების თავი...

ეს საინტერესოა • 1794259717

ნემო ბურჭულაძე
ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

1990-1991 წლებში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული მოძრაობის წევრი ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა."დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე, გარდაიცვალა ეროვნული მოძ...

საზოგადოება • 1794255504

პუტინი სასწრაფო
ეპიდემიოლოგები: რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია რისკ-ჯგუფებს გასცდა და მოსახლეობაში მასობრივად ვრცელდება

რუსეთის 27 რეგიონში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა (აივ) გენერალიზებული ეპიდემიის ფაზას მიაღწია — ინფექცია ვრცელდება არა მხოლოდ ტრადიციულ რისკ-ჯგუფებში, არამედ მთელ მოსახლეობაში. „როსპოტრებნადზორის“...

მსოფლიო • 1794243762

ღარიბაშვილი ციხე
ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლო პროცესის დახურვა პოლიტიკური იზოლაციისა და „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ კლასიკური მაგალითია

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესების დახურვას ეხმაურება.როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, 2 ნოემბერს სასამართლოში მისი საქმი...

პოლიტიკა • 1794242544

რუსული პასპორტი საქართველო
რეკორდული მაჩვენებელი: 2026 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში, სომხეთსა და სერბეთში რუსეთის მოქალაქეთა ნაკადმა პიკს მიაღწია

2026 წლის მესამე კვარტალში სერბეთში, საქართველოში და სომხეთში — რუსეთის მოქალაქეთა გასვლის მაჩვენებელმა ბოლო 17 წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მონაცემები რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ს...

პოლიტიკა • 1794240904

მუხიანი რაჭის ქუჩა
ე.წ. მუხიანის აგარაკებზე რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სრულდება რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ დროისთვის, დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება...

საზოგადოება • 1794237537