საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1653484532 82

საქართველოს ბანკი ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკმა პირდაპირ მობილბანკიდან გახადა შესაძლებელი აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმას დღეს უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
„ინვესტიციები“ შესაძლებელს ხდის, სულ რამდნეიმე წუთში, ონლაინ გახსნათ საინვესტიციო ანგარიში და საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, $1-დან დაიწყოთ წამყვანი საერთაშორისო კომპანიების აქციებში ინვესტირება.
ამჟამად, 10 ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი აქცია, რომელშიც მომხმარებლები ინვესტირებას მობილბანკიდან ახორციელებენ, ასე გამოიყურება: Tesla, Apple, Facebook , S&P 500, Coca-Cola, Microsoft, Netflix, Google, Amazon, Boqii Holding Ltd
„ინვესტიციების ფარგლებში, საქართველოს 10,000-მდე ახალი ინვესტორი შეემატა, რომლებიც ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები არიან, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გავხადოთ, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში. პროდუქტის დანერგვიდან დღემდე, „ინვესტიციები“ მუდმივად ვითარდება - პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალები, იხვეწება დიზაინი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივი და ინტუიტური იყოს მისი გამოყენება. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას. სამომავლოდ, ვგეგმავთ მომხმარებელს მობილბანკიდან კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც შევთავაზოთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზურაბ ქოქოსაძე.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310