საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიის სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1770196029
საქართველოს ბანკის გზავნილების აქცია ემიგრანტებისთვის დასრულდა. „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიის გამარჯვებული ამერიკაში მცხოვრები ვაჟა სინჯარაძე გახდა, რომელმაც სუპერპრიზი 10,000 ლარი მიიღო.
„გზავნილის გაგზავნა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და არასდროს მიფიქრია, რომ ამას დამატებითი სარგებელი მოჰყვებოდა. როცა გავიგე, რომ სუპერპრიზის გამარჯვებული გავხდი, თავიდან მართლა ვერ დავიჯერე, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ეს დიდი მხარდაჭერა და სასიამოვნო მოულოდნელობაა - მით უფრო მაშინ, როცა სამშობლოსგან შორს ცხოვრობ”, - გვიზიარებს გამარჯვების ემოციებს ვაჟა სინჯარაძე.
გათამაშებაში 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. მის ფარგლებში სულ 63 გამარჯვებული გამოვლინდა. 62 მათგანმა 1,000 ლარი, ხოლო ერთმა - სუპერპრიზი 10,000 ლარი მოიგო. ჯამურად კი 72,000 ლარი გათამაშდა.
გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლო ყველას, ვინც საკუთარ თავს გზავნილს გაუგზავნიდა და მას საქართველოს ბანკის მობილბანკში გაანაღდებდა. წესები მარტივი იყო: ყოველი მიღებული 150 ლარი (ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში) ერთ ბილეთს წარმოადგენდა, ბილეთები კი ავტომატურად გროვდებოდა.
„მოხარულები ვართ, რომ გზავნილის კამპანიაში ამდენი ადამიანი ჩაერთო და სუპერპრიზიც გათამაშდა. მსგავსი წამახალისებელი ინიციატივები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას დამატებითი სარგებელი მიიღონ. წლის განმავლობაში კიდევ არაერთი წამახალისებელი კამპანია არის დაგეგმილი, რომელიც სპეციალურად ემიგრანტებზე იქნება მორგებული”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, შემოუერთდით Facebook ჯგუფს და პირველებმა გაიგეთ საქართველოს ბანკის მიერ, სპეციალურად ემიგრანტებისთვის, დაგეგმილი წამახალისებელი კამპანიების, შეთავაზებებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











