"საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში KIU-ს სტუდენტები ჩაერთნენ"

საქ

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება ბანკის  პარტნიორ უნივერსიტეტებში.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა 14 უნივერსიტეტში უკვე ხორციელდება, ახლახან მათ რიცხვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც (KIU) შემოუერთდა.

აპლიკანტები პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით ფასდებიან.

KIU-ს განცხადებით, შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი.

“საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, მათი ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი პორტფოლიო უკვე 40-ზე მეტ პროექტს ითვლის და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ამ კონტექსტში ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა პარტნიორ უნივერსიტეტებში საქართველოს ბანკის სტიპენდიებია, რომელთა რიცხვს უკვე მეთხუთმეტე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც შეემატა. ეს არის შესაძლებლობა მიზანდასახული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, დაეუფლონ სასურველ პროფესიას და წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოდიშარიას და ჩიგოგიძის შვილები
ვიდეო: “მოგი@@ნავ დედის მუტ@ლს” – ოდიშარიასა და ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

“ქართული ოცნების” დეპუტატების, ბექა ოდიშარიასა და ვასილ ჩიგოგიძის შვილები, ჰამბურგში, გერმანელ პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-მ...

პოლიტიკა 1728064206

ბიძინა ივანიშვილი
აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანისა და ამერიკის საელჩოს გზავნილები

აშშ-ის ელჩი ოლიგარქ ივანიშვილთან არაფორმალური კომუნიკაციის დეტალებს ასაჯაროებს - რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს და ამბობს, რომ ივანიშვილი შეხვედრაზე უარს იმის გამო ამბობს, რომ მისი ქო...

პოლიტიკა 1728063959

სიახლე ავერსში
,,ავერსში“ სიახლეა:  თვითმომსახურების აპარატით მედიკამენტებსაც შეიძენთ

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაც...

ბიზნესი & ეკონომიკა 1728038502

ნუკი
„გავიღვიძე და ასეთი რამ დამხვდა“ - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს თავის ბრენდთან „ნუკი კოსმეტიკსთან“ დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს უზიარებს. აღმოჩნდა, რომ „ამაზონზე“ განთავსებული ბრენდის პროდუქციიდან ერთ დღეში ყველა ერთეული გაიყიდა. „გ...

სოცმედია 1728038343

ლავროვი
„2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება“ - ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალთან დაკავშირებით "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტ...

პოლიტიკა 1728037948

ჰერჩინსკი ბანერები
„აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია“ - EU-ის ელჩი „ოცნების“ ბანერებზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავია".   "უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი,...

პოლიტიკა 1728037666