საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ

აქბანკი სტიპენდია

ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი რამდენიმე თვეა სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 15 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

 

ახლახან, საქართველოს ბანკის პარტნიორების რიცხვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა.

სპორტის უნივერსიტეტს 90 წლიანი ისტორია აქვს

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორია ჯერ კიდევ 1935 წლიდან იწყება. სპორტის უნივერსიტეტი დღემდე საქართველოში სპორტული პროფილის ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. უკვე 90 წელია, რაც უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ამზადებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე, შემდეგი მიმართულებებით:

· სპორტის სახეობის მწვრთნელი;

 

· ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;

· სპორტის მენეჯმენტი;

· ფიტნესი და ჯანმრთელობის სპეციალისტი.

უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დარგში მეცნიერებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ განათლებას, რომელსაც უზრუნველყოფენ დარგის წამყვანი მეცნიერები, პრაქტიკოსი პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტები ევროპის ქვეყნებიდან (ესპანეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა, ლატვია და სხვ). ამავდროულად, ყოველწლიურად მოქმედებს გაცვლითი პროგრამები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

 

როგორ არის შესაძლებელი სპორტის უნივერსიტეტში სტიპენდიის მიღება?

სპორტის უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მისაღებად, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სპორტის უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი, იყოს საქართველოს მოქალაქე და სწავლობდეს საბაკალავრო პროგრამაზე.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიატების გამოვლენა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება. კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

 

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება და პარტნიორი უნივერსიტეტების სიაც იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი სასამართლო
„საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი

 მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...

პოლიტიკა 1739201128

კობახიძე
„ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად“ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...

პოლიტიკა 1739201047

კობახიძე ღარიბაშვილი
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში სტუმრებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრად მოხსენიებულია ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე.  სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...

პოლიტიკა 1739199422

ლონდა თოლორაია
სტრასბურგმა ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს.   გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...

პოლიტიკა 1739198853

სურამელაშვილი ღალატი
8 მარტს, გია სურამელაშვილი მოსკოვში იმღერებს

8 მარტს, გია სურამელაშვილი მოსკოვში იმღერებს. ინფორმაციას რუსეთის დედაქალაქში მდებარე რესტორანი “გენაცვალე” ავრცელებს “მეგობრებო! რესტორანი “გენაცვალე” 8 მარტის საპატივცემულოდ გრანდიოზულ ზეიმს ამზადებ...

საზოგადოება 1739197980

ნიკა გვარამია
"ამაღამ მე და ზურაბ ჯაფარიძე მივფრინავთ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე, გვექნება ჩვენი წინადადებები და სია, ვინც უნდა დასანქცირდეს" - ნიკა გვარამია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე მიემგზავრება. მისივე თქმით...

პოლიტიკა 1739197478