საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსების მიღება უკვე  IBSU-ს სტუდენტებსაც შეუძლიათ

სტიპენდია ბანკი


ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. იმისთვის, რომ სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, საქართველოს ბანკი სტიპენდიების პროგრამას 13 პარტნიორ უნივერსიტეტში უკვე ახორციელებს. ახლახანს მათ რიცხვს მეთოთხმეტე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიც (IBSU) შეემატა. რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე IBSU-ს სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.

 

საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს უნივერსიტეტები ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენენ.

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებით, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღებას მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები შეძლებენ. ამისათვის, მათ უნდა ჰქონდეთ 3.8-ზე მაღალი GPA და სწავლობდნენ შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

· საერთაშორისო ურთიერთობები;

· კომპიუტერული მეცნიერება;

· ბიზნესის ადმინისტრირება;

· ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი;

· სამართალმცოდნეობა. 

„საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სტუდენტების ხელშეწყობისთვის, მათი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარებისთვის ჩვენ არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. რადგან გვჯერა, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა უკეთესი მომავლის შექმნას განაპირობებს. საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა ეს არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება უკვე საქართველოს 14 უნივერსიტეტში. გვჯერა, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, განვითარდნენ, გახდნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები და ეს ცოდნა მოახმარონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

 

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888