საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა B2B ფორუმზე მონაწილეებს დამატებითი ღირებულების სერვისები გააცნო

ფორუმი


საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით. ბანკი B2B ფორუმში მონაწილეობდა, რომელიც პროექტ „კლასტერები განვითარებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება საკონსულტაციო კომპანიებისა და კლასტერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა.

 

შეხვედრას საჯარო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო და საკონსულტაციო კომპანიების, სამშენებლო მასალებისა და ტანსაცმლის წარმოების სექტორის 70-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

 

ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა - შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი მომსახურება ქართული სამშენებლო მასალების კლასტერების წევრი კომპანიებისთვის წარედგინათ. სწორედ ერთერთი პანელი დაეთმო საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის შესაძლებლობებს, რომელზეც საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა მონაწილეებს დამატებითი ღირებულების სერვისები გააცნო. მასთან ერთად, ასევე,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

 

„საქართველოს ბანკი მუდმივად მხარს უჭერს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს. B2B ფორუმიც ბიზნესის წარმომადგენლებს ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ეხმარება. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს ბანკი წელს პირველად ჩაერთო, სადაც კლასტერების წევრებს ჩვენი დამატებითი ღირებულების სერვისები გავაცანით. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებები, რადგან ეს ქმნის ერთგვარ სინერგიის ეფექტს. შეხვედრაზე ფართო მიზნობრივ აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ იმ მხარდამჭერი პროექტების შესახებ ინფორმაცია, რაც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს მისცემს პრაქტიკულ ცოდნას, სხვადასხვა სახის ოპერაციებში მხარდაჭერას და დარგის ექსპერტებთან უფასო კონსულტაციას. რაც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის სამომავლოდ სწორად განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერმა, ოლიკო ნაკაშიძემ.

 

ინფორმაციისთვის, კლასტერი მიზნად ისახავს საკუთარი წვლილის შეტანას პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, საოპერაციო სტანდარტების ოპტიმიზაციისა და უნარების ასამაღლებლად. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჩეჩენი ბლოგერი
მოკლულია ჩეჩენი ბლოგერი - რა მოხდა შვედეთში

მედიისა და აქტივისტების ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა 1 ADAT არხი, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერ...

მსოფლიო 1670226522

ტანკერი აფეთქება
დაღუპულია 3 ადამიანი - აფეთქება რუსეთის საწვავის ტანკერზე

რუსეთში, რიაზანთან ახლოს, აეროდრომზე საწვავის ტანკერი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, სამი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია სასწრაფო დახმარების სამსახუ...

მსოფლიო 1670226391

მიხეილ სააკაშვილი
„აღენიშნება სისუსტე და მოძრაობის შეზღუდვა“ - "ვივა მედის" დირექტორი ადასტურებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კლინიკა "ვივა მედის" დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამოწურა თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის რესურსი კლინიკამ, ჩხაიძე ამ კითხვას ა...

პოლიტიკა 1670224656

დროა ხოშტარია
„მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე, ახალ წელს ნუ მიფუჭებო“ - ელენე ხოშტარია უკრაინაში დაღუპულ გმირებზე

„რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანი სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას. ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდნენ იმპერიასთან ბრძოლას. 2...

პოლიტიკა 1670223936

სამედიცინო სერვისი
REDMED-ის სამედიცინო სერვისები

REDMED- ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გვაკავშირებს სასურველ ექიმს, ჩვენთვის სასურველ დროსა და ადგილას. ის აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს სა...

ჯანმრთელობა 1670223631

პაპუაშვილი
„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ 33 ქართველი იმსხვერპლა“ - შალვა პაპუაშვილის სამძიმარი

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა. „ბოლო რამდენ...

პოლიტიკა 1670222803