საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა  Digital Trust Summit-ის  პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქბანკიიიიი

საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია აქტიურად უწყობს ხელს  სფეროს განვითარებას, რაც სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის Digital Product Owner-მა, სალომე მეგრელიშვილმა, „იდენტომატის“ მიერ ორგანიზებულ Digital Trust Summit - ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

Digital Trust Summit 2024-მა სხვადასხვა პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა, მათ შორის „ბანკინგი და ფინტექი“. აღნიშნულ პანელურ დისკუსიაში საქართველოს ბანკის Digital Product Owner-მა, სალომე მეგრელიშვილმა მიიღო მონაწილეობა, სადაც ბანკებსა და ზოგადად ფინანსურ ინსტიტუტებში ფინანსური და Cloud ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, სხვა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებებზე ისაუბრა.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის სახელით Digital Trust Summit-ში მივიღე მონაწილეობა. პანელური დისკუსიის ფორმატში ჩვენი ბანკის მაგალითზე განვიხილე თუ რა შეიძლება იყოს ფინანსური ინსტიტუტებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მთავარი მოტივაცია და მიზნები. ასევე, ვისაუბრე ფინტექ კომპანიების მზა პროდუქტების გამოყენების საჭიროებებზე და ამ საჭიროებების შეფასების პროცესზე. დისკუსიის დროს დეტალურად განვიხილე ყველა ძირითადი ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

გარდა ამისა, დამსწრე აუდიტორიას გავუზიარე გამოცდილება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებაზე და იმაზე თუ როგორ უნდა შევქმნათ ეკოსისტემა ჩვენი პროდუქტის ირგვლივ. ფინტექ ეკოსისტემისა და ღია ბანკინგის კონტექსტში. მესამე მხარეების სერვისების ინტეგრაცია საშუალებას მოგვცემს მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილი და მრავალფუნქციური პროდუქტები/ფუნქციები შევთავაზოთ, რაც გააუმჯობესებს და გაამარტივებს მათ გამოცდილებას.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს რომ ბანკში (და არამხოლოდ) ციფრული პროდუქტებისა და ზოგადად, ამ სფეროს განვითარებას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, სულ ახლახან საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკს მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო გადასცა. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე მუშაობას და, რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესის გამარტივებას“, - განაცხადა სალომე მეგრელიშვილმა, საქართველოს ბანკის Digital Product Owner-მა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კობახიძე
„ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...

პოლიტიკა 1773061331

გია ჯაფარიძე 
„საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს დასახმარებლად უნდა აამუშაონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვთ“ - გია ჯაფარიძე

დიპლომატი, გია ჯაფარიძე საერთაშორისო პატნიორებს ურჩევს, აამოქმედონ ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ, რათა საქართველოს მოქალაქეების დახმარება შეძლონ. ჯაფარიძის თქმით, ახლა საჭიროა ნაკლები საუბა...

პოლიტიკა 1773055828

გოცირიძე
როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსახურებიან“ - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე:როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსა...

სოცმედია 1773055664

ქალი
როდის უნდა გამოვიყენოთ ორთოპედიული ბალიშები?

ორთოპედიული ბალიშების ფუნქცია და დანიშნულება მრავალმხრივია. ეს პროდუქტი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ, იქნება ეს რაიმე სახის პათოლოგია თუ უბრალოდ ძილის დარღვევა.  ეს პრო...

ჯანმრთელობა 1773055479

სალომე ზურაბიშვილი
„რომ მიხედოთ თვენსკენ ნამდვილ ნარკომანებს , მომხმარებლებს, გამსაღებლებს და მათ მფარველებს ურიგო არ იქნება“ - ზურაბიშვილი „ოცნებას“

სალომე ზურაბიშვილი: ყაჩაღობაზე, კორუფციაზე, ძალადობაზე, მკვლელობაზე (თუ ვითომც თვითმკვლელობაზე), უწესო ცხოვრებაზე და კიდევ რაზე არა, ოცნების მაღალ თანამდებობების პირები თუ დაბალი ჩინოვნიკები არიან შემ...

პოლიტიკა 1773054324

ირაკლი კობახიძე
„შეიძლება შეივსოს ეს სია“ - კობახიძე პარტიების აკრძალვის სარჩელზე

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების ალიანსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და დასძინა, რომ "ყველა ეს პარტია პრაქტიკულად არის ნაცმოძრაობის წიაღიდან წარმოშობილი."  კობა...

პოლიტიკა 1773054177