საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა Money Live Payments Europe - ში გადახდების ინფრასტურქტურის მოდერნიზაციაზე ისაუბრა.
ბიზნესი & ეკონომიკა • 1732792861
საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს როგორც სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო აუდიტორიისთვის საქართველოს ბანკის წარმომადგენლების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.
ამჯერად, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, გიორგი კინწურაშვილმა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაშტაბურ ღონისძიება - Money Live Payments Europe - ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე მან გადახდების ინფრასტურქტურის მოდერნიზაციაზე ისაუბრა.
Money Live Payments Europe 20-21 ნოემბერს, ამსტერდამში გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 - ზე მეტი მოწვეული სტუმარი და 100-ზე მეტი სპიკერი ესწრებოდა. მათ შორის ისეთი კომპანიის წარმოამდგენლები, როგორიცაა: Microsoft, Ebay, Paypal, Deutsche Bank, Citi, JB Morgan, Uber, Asos, Mercedes და სხვა.
„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის სახელით მონაწილეობა მიმეღო ისეთ ღონისძიებაზე, როგორიც Money Live Payments Europe-ია და საერთაშორისო აუდიტორიისთვის გამეცნო და მესაუბრა გადახდების მიმართულებით იმ ინოვაციური პროდუქტების შესახებ, რაც საქართველოს ბანკში დავნერგეთ. ღონისძიებამ 500-ზე მეტი სტუმარი გააერთიანა სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის საბანკო სექტორის წარმომადგენლები, მერჩანტები, გადახდების სერვისის პროვაიდერები და ა.შ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში CommerzBank-ისა და Barclays მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელვადიანი მოქნილი არქიტექტურის შექმნა, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქლაუდი და AI მოდერნიზაციისთვის და სხვა. ასევე, პანელურ დისკუსიაზე ვისაუბრეთ გადახდების მონაცემებზე დაყრდნობით ახალი პროდუქტებისა და სერვისების მონეტიზაციის შესაძლებლობებზე, მაგ. ანალიტიკური ხელსაწყოების, საბანკო ედს მენეჯერისა და შეთავაზებების ბიზნესის განვითარებაზემსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ, შესაძლებლობა გაქვს ინოვაციური პროდუქტები საერთაშორისო აუდიტორიას გააცნო, მეორეს მხრივ კი, მათი გამოცდილება გაიზიარო“,- განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












