საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა Seamless Europe 2024 -ზე  პრეზენტაციები წარადგინეს

სემალეს საქბანკი

საქართველოს ბანკი როგორც წარმატებული ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს განავითაროს ციფრული პროდუქტები და გაიზიაროს საერთაშრისო გამოცდილება.  სწორედ ამიტომ,  საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ღონისძიება -  Seamless Europe 2024 - ში მონაწილეობდნენ.

 

Seamless Europe 2024 მიუნხენში გაიმართა. ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 4,000 -ზე მეტი მოწვეული სტუმარი, 300 სპიკერი და 200 გამოფენის მონაწილე გააერთიანა. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა :  Deutsche Bank, European Central Bank, Nestle, Kiko Milano, Douglas,  Ikea, Shein, Alibaba.com, J.P Morgan, Signify, Volkswagen Group, Mercedes Pay, Ernst & Young, და სხვა.

მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ საქართველოს ბანკის წარმომადგენელები, რომლებმაც სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

 

·

 

გიორგი კინწურაშვილმა, ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა, ორ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორებიცაა გადახდების მონაცემების მონეტიზაციის და მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციის სტრატეგიები. მან საქართველოს ბანკის მაგალითზე გადახდების ანალიტიკის, ედს მენეჯერის და მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებების მოდელები განიხილა.

·

 

ლუკა ქობალია Digital Cluster Product Owner-ია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მომხმარებელთა გაძლიერება: თანამედროვე მომხმარებლისთვის მეტი სიცხადისა და კომფორტის შეთავაზება“

 

·

 

გიორგი გვაზავა ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელია, რომელმაც ტრადიციული ბაზრის გარდაქმნაზე ისაუბრა. 

 

„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო Seamless 2024 - ზე და საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის ციფრული პროდუქტები, ინოვაციები და ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს ბანკში წარმატებით შევიმუშავეთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ვისაუბრეთ და საქართველოს ბანკის მაგალითზე განხვიხილეთ ისეთი საკითხები როგორებიცაა: გადახდების მონაცემების მონეტიზაციების სტრატეგიები, როგორ შევქმნათ პერსონალიზებული სამომხმარებლო გამოცდილება და როგორ შევთავაზოთ მომხმარებლებს მეტი კომფორტი. ასევე ვისაუბრეთ გადახდებისა და  ტრადიციული ბაზრის შესაძლებლობებსა და მის სამომავლო ტრანსფორმაციაზე. ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა მომხმარებლებს უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება შევუქმნათ. მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ჩვენს ინოვაციურ პროდუქტებს ვაცნობთ ფართო აუდიტორიას, მეორე მხრივ კი, ეს ღონისძიება საერთაშორისო კომპანიების გამოცდილების გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს“, - განაცხადეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მემორანდუმი - ცესკო
ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები...

საზოგადოება 1728481098

გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459