საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გრძელდება

საქბანკი ქალები

საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაა.  პროგრამა ხუთდღიანია, ის 27 სექტემბერს დაიწყო

 

და 1 ოქტომბერს დასრულდება.

 

პროგრამის მეექვსე ნაკადში მონაწილეობას 29 მეწარმე ქალი იღებს. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ.

 

პირველ დღეს პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ბიზნესის წარმოების საწყისებზე, მეორე დღე დაეთმობა გაყიდვებსა და ციფრულ მარკეტინგს.  მესამე დღეს მეწარმე ქალები ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების საკითხებს გაეცნობიან. ასევე, გაიგებენ თუ რა არის ლიდერობა და გუნდის მართვა. პროგრამის მორიგი 2 დღე კი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები;  ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია.

 

„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა კი ჩვენი ერთ - ერთი

 

პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” უკვე მე-6  ნაკადს ვიღებთ. ხუთდღიანი პროგრამა მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ თეორიული ცოდნა გამოცდილი მენტორებისგან, რასაც სამომავლოდ მათი ბიზნესის განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის გამოიყენებენ. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაიცნონ და შეხვდნენ სხვა მეწარმეებსა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქალთა გაძლიერების მიმართულებით პროექტებზე მუშაობას“ - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

 


“გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთი მხარს უჭერენ საქართველოში თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის დახმარება, საქართველოს სრულიად მოიცავს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. ეკონომიკაში ქალების ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია, როგორც ქალთა გაძლიერებისთვის ასევე, საქართველოს საზოგადოებისა და ეკონომიკისთვისთვის.“, განაცხადა ია დადუნაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერმა.

 

ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 125 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე  მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიულ განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეორადი პური
“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – რას წერს თამარ ბუჩუკური

"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში  იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...

სოცმედია 1702239900

ჩერგოლეიშვილი თამარ
“ეს ყველაზე ცუდი სცენარია” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...

სოცმედია 1702239300

გაუპატიურება
„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...

კრიმინალი 1702239000

პოლიცია
მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით - მამაკაცი ყოფილ ცოლს და დასახმარებლად მოსულ პირებს სასტიკად გაუსწორდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...

კრიმინალი 1702238700

დომენიკ მანგო
"ქართული ოცნება კიდევ 50 წელი არ შეიცვლება, თუ ეს ოპოზიცია ეყოლება საქართველოს" - რას აცხადებს დომენიკ მანგო (ვიდეო)

„ქართული ოცნების“  ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...

სოცმედია 1702238460

მირცხულავა გოჩა
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს..." - რას წერს გოჩა მირცხულავა

"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...

სოცმედია 1702238100