საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით, დამატებით კიდევ 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება

საქ

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სავაჭრო სამრეწველო პალატის ინიცირებული პროექტის - „უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს“-ის მხარდამჭერია.

ამჟამად პროექტის მეოთხე ნაკადი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სავაჭრო პალატა 70-მდე მეწარმისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი -  მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ- ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით.

პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა სურთ. მათ შორის არიან ბიზნესები როგორც თბილისიდან, ისე აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან.

„მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება და ელექტრონული კომერციის განვითარება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ბიზნესებს ხელი მიუწვდებოდეთ ტექნოლოგიებზე, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს პასუხობს. ამ პროცესში ჩვენი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის და ტექნოლოგიური კომპანიის როლი მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ პროექტის მეოთხე ეტაპზე 70-მდე ბიზნესი გაციფრულდება და ჩაერთვება ონლაინ ვაჭრობაში. ეს როგორც მეწარმეობის, ისე, ზოგადად, ეკონომიკის სტიმულირებისთვის სასარგებლო ინიციატივაა, საქართველოს ბანკი კი ამ ბიზნესებს ონლაინ გადახდების მისაღებად საჭირო  უახლესი ტექნოლოგიური ხელსაწყოებით უზრუნველყოფს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

აღსანიშნავია, რომ პროექტში, ოთხი ნაკადის ფარგლებში, ჯამურად 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეუფე იაკობი
„არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია. ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“ – მეუფე იაკობი

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...

საზოგადოება 1745762220

აქცია ივანიშვილის სასახლესთან
ვიდეო: აქცია ივანიშვილის სასახლესთან - "ლეიბორისტებმა" ოლიგარქს რეპრესიების შეწყვეტა მოსთხოვეს

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...

პოლიტიკა 1745757774

ავარია
ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე | დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...

შემთხვევა 1745757611

რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი
რუსეთის რკინიგზის ყოფილი სანქცირებული ხელმძღვანელი ვლადიმირ იაკუნინი საქართველოშია

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...

პოლიტიკა 1745757536

მუხიანში კაცი
მუხიანში კაცს თავის არეში დაზიანებები მიაყენეს

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...

შემთხვევა 1745756648

კახიშვილია
ვიდეო: „დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს, რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო“

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!!  ქეშით...

პოლიტიკა 1745756358