საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის ერთიანი სივრცე შექმნა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1739534940
საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნასა და გაზიარებას აგრძელებს. იმისთვის, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის საჭირო არასაბანკო სერვისისა თუ პროდუქტის მოძიება მაქსიმალურად მარტივად იყოს შესაძლებელი, ბანკმა ბიზნეს 360° შეიქმნა. ეს არის ციფრული პლატფორმა, სადაც ბიზნესის განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გაერთიანებული.
პლატფორმა აერთიანებს:
· ბიზნეს შეთავაზებებს - ფასდაკლებებს, სპეციალურ შეღავათებსა თუ ქეშბექებს ბიზნესისთვის;
· ბიზნეს ღონისძიეებებს - მეწარმე ქალებისთვის და არა მარტო, რომლებსაც უძღვებიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები;
· ბიზნესის მხარდაჭერის პროექტებს, როგორებიცაა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, გაციფრულების პროგრამა და სხვა;
· ბიზნეს განათლებას - უფასო ბიზნესკურსებს, სექტორულ კვლევებსა და რჩევებს
პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ასევე ბიზნესსიახლეების გამოწერა. გარდა ამისა, საინტერესო ბიზნესისტორიებისა თუ შესაძლებლობების ბლოგის მეშვეობით გაცნობა.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური და ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების შექმნა, რომელიც ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურობას გაამარტივებს. ამასთან, დაეხმარება დროისა და რესურსების დაზოგვაში. ბიზნეს 360° ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს ერთ სივრცეში, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვქმნით - იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა. ვფიქრობთ, ამ პლატფორმის დახმარებით, ბიზნესები შეძლებენ, უფრო ეფექტიანად გაუძღვნენ საკუთარ საქმიანობას, ეფექტურად განკარგონ დრო და კიდევ უფრო გააძლიერონ ბიზნესი“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
ბიზნეს 360°-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და პლატფორმაზე არსებული შესაძლებლობებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...
სამართალი • 1784739600
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...
პოლიტიკა • 1784737800
იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...
შოუბიზნესი • 1784736682
თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...
საზოგადოება • 1784730536
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784726017
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784723688











