ბიზნესი & ეკონომიკა • 1727854816
საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეთერთმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. შეთანხმების ფარგლებში, დამატებით, ბანკმა ამ წლის განმავლობაში, 47,5 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება იმავე მიზნობრიობით Citi-ისგან გასულ წელსაც მიიღო.
“მოხარული ვართ, რომ ჩვენი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ინსტიტუტის, Citi-ის პარტნიორობა გრძელდება, რაც მორიგი შეთანხმებით, 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით გამოიხატა. ამ ტიპის გარიგებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერებისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის ურყევ ძალისხმევას, იზრუნოს ბიზნესისთვის საუკეთესო ფინანსური შესაძლებლობების შექმნაზე, ამასთან, ხაზს უსვამს ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ გამოხატავენ. მადლობას ვუხდით Citi-ს თანამშრომლობისთვის, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას, რათა მათ მოიპოვონ ახალი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
„ჩვენ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან - საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Citi-ს მხრიდან არა მხოლოდ მომხმარებლების ბიზნეს საქმიანობისა და ზრდის ამბიციების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ურყევ და გრძელვადიან მხარდაჭერას“, - აღნიშნავს ემრე უმუთი, Citi-ს ფინანსური ინტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: საქართველოს ღალატის ქრონიკაზე უფრო დიდი საშინელება რა უნდა ნახოთ?ვერ ნახავთ ვერაფერს!პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი - ეს სახელმწიფოს სიძუ...
სოცმედია • 1743066733
გიგი უგულავა: ვიღაც ნაძირალა ომის დროს ჰოსპიტლის უფროსი ქოიავა ყვება, რომ თურმე მთელი "დანაშაული" პრეზიდენტის, მინისტრის და გენ. შტაბის უფროსის - "საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ჩამოსვლა" ყოფილა. ისინი...
პოლიტიკა • 1743066555
6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. დახმარების მსურველ...
საზოგადოება • 1743066369
"ზოგჯერ ვფიქრობთ, ხომ არ გავდივართ იმ ზღვარზე, რომელიც რაღაც სახელმწიფო საიდუმლოების ზღვარია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ, რადგან იმ შვილმკვდარმა დედამაც, რომლის შვილიც შეეწირ...
პოლიტიკა • 1743065184
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა: ვისაც გულწრფელად არ გესმით რას ნიშნავს სამხედროების დაბარება რეჟიმის შექმნილ საპარლამენტო კომისიაზე, თქვენი სიბრიყვე მომცა და არასდროს მოვკვებოდი ალბათ
სოცმედია • 1743064955
ვასილ ივანოვ ჩიქოვანი სოცქსელში „იმედის“ ლინსკ აზიარებს და წერს: TV Imedi ოეეეე კანტორა!!! აბა მითხარით ჩემს ცოლს როდიდან აქვს სარეკლამო კომპანია ? Maiko Bokeria რას საქმიანობ ჩემს ზურგს უკან??? Na...
სოცმედია • 1743064759
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი