საქართველოს ბანკმა Global Finance-ის დაჯილდოებაზე "AI ფინანსებში" 18 ნომინაციაში ჯილდო მიიღო 

საქართველოს ბანკ

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა პირველი AI in Finance Awards-ის გამარჯვებულები გამოაცხადა. დაჯილდოებების პირველივე რაუნდში საქართველოს ბანკმა როგორც საცალო, ისე კორპორაციული და საინვესტიციო მომსახურების მიმართულებით, ჯამში 18 ჯილდო მიღო, რაც ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით ბანკის ლიდერობას ადასტურებს.

Global Finance-ის ინიციატივა ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის გარდამტეხი როლის აღიარებას ისახავს მიზნად. დაჯილდოების პროგრამა  CGI-სთან – გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„Global Finance სიამაყით აცხადებს პირველი AI In Finance Awards-ის გამარჯვებულებს. ჩვენი 38-წლიანი სარედაქციო გამოცდილება და მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის დაჯილდოების 26-წლიანი ისტორია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ეს ინოვაციური ინიციატივა წარმოვადგინოთ“ – განაცხადა გამოცემის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ. – „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსებში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და სწორედ ახლა ყალიბდება მისი მომავალი. AI In Finance Awards ხელს შეუწყობს მის განვითარებას და გლობალური სტანდარტების ჩამოყალიბებას”, — დასძენს იგი.

„ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებაა. ტექნოლოგიის მეშვეობით მარტივ, სწრაფ და პერსონალიზებულ გამოცდილებას ვქმნით როგორც საცალო, ისე ბიზნეს მომხმარებლებისთვის. ეს ჯილდოები არის ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის, ინოვაციების დანერგვისადმი მუდმივი სწრაფვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის დასტური“, – აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

საქართველოს ბანკმა საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით – 14 ჯილდო

შემდეგ ნომინაციებში მოიპოვა:

ქვეყნის ქვეკატეგორიები:

ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
კერძო საბანკო მომსახურება;
ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
საკრედიტო შეფასება.
რეგიონის ქვეკატეგორიები (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა):

ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
კერძო საბანკო მომსახურება;
ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
საკრედიტო შეფასება.
საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით:

ქვეყნის დონეზე (საქართველო)
რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა)
კორპორაციული და საინვესტიციო მომსახურებაში კი ბანკმა 4 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში დაიმსახურა:

·

 

საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით ქვეყნის დონეზე;

·

 

საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა);

·

 

ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში ქვეყნის დონეზე;

 

·

 

ჯილდო ფინტექის ქვეკატეგორიაში რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა):

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უცნობი ვიზა
„ ეკატერინა ხვედელიძემ კალამი მაჩუქა“ - „უცნობი“

„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა

საზოგადოება 1771317613

ომაძე ჟვანია
„მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა", - იზა ომაძე ნინო ჟვანიას 

თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...

საზოგადოება 1771315236

ხატია დეკანოიძე
პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ნიშნავს, რომ მკვლელებიც და შემკვეთებიც იცოდნენ და ჩუმად იყვნენ“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...

სოცმედია 1771314890

ირაკლი კირცხალია
„ვხედავთ რა დღეში არიან EU-ს წევრი ქვეყნები და როგორ იღვიძებს საზოგადოება“ - კირცხალია

ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...

პოლიტიკა 1771314236

ნიკო კვარაცხელია
„არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“ - ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

სოცმედია 1771312977

ბუსა ჟვანია
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ შეუკვეთა - პროკურატურამ ძებნა გამოცხადა

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...

კრიმინალი 1771312899