საქართველოს ბანკმა ინდივიდუალური მეწარმეებისთვის გათამაშება დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1728319399
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული ტრანზაქციები მოგებად აქციონ. ამგვარად, ისეთი აქტივობების ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში შესრულებისას, როგორებიცაა თანხის გადარიცხვა, კომუნალურების დაფარვა, ანაბრის გახსნა თუ სხვა, ბიზნესის წარმომადგენლები გათამაშების ბილეთს აგროვებენ და მოგების შანსს ზრდიან. გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გრძელდება. გათამაშების პერიოდში, ინდ. მეწარმეებს ყოველთვიური პრიზების, მათ შორის 10 000 ლარის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიის დასასრულს კი გათამაშდება ფინალური პრიზები 20 000, 30 000 და 50 000 ლარის ოდენობით. საგულისხმოა, რომ ბიზნესებს, რომლებსაც გათამაშების მეტი ბილეთი აქვთ დაგროვებული, გამარჯვების მეტი შანსი აქვთ. ამ ბმულზე ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ ნახონ იმ ბიზნეს ტრანზაქციების სრული სია, რომელთა შესრულებით სხვადასხვა ოდენობის ბილეთს აგროვებენ. გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია კი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში იქნება ხელმისაწვდომი. „მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ მასშტაბურ გათამაშებას ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გათამაშება საქართველოში პირველად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, მეწარმეებმა მარტივად შეასრულონ საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური აქტივობები და ტრანზაქციები, წავახალისოთ ბიზნესების გაციფრულება და საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ მათ დროისა და რესურსების დაზოგვაში. ამასთან, ვფიქრობთ, ფულადი პრიზები მათ საქმიანობის გაძლიერებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებაში დაეხმარება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მეწარმეებს“, - აღნიშნავს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.გათამაშების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ბმულიდან. ინფორმაციისთვის, გათამაშებაში ავტომატურად ერთვება საქართველოს ბანკის მომხმარებელი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად, ონლაინ და გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან დარეგისტრირდით ბიზნეს ინტერნეტბანკში.
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტიას“ ირქმევს. პარტიამ განცხადება დღეს, 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვი...
პოლიტიკა • 1788767700
მესტიაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირება უფროსების ჩართვით, დაჭრით და ფიზიკური დაზიანებებით დასრულდა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალ...
კრიმინალი • 1788763800
7 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმა...
ეს საინტერესოა • 1788724860
აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ცნობილია თავისი ოქროსფერი ქერა თმით, პარასკევს, 4 სექტემბერს, მორისტაუნის (ნიუ-ჯერსი) აეროპორტში Air Force One-ის დაფრენისას თითქმის ყავისფერი, მუქი თმით გამოჩნდა. ის ბედმინ...
ეს საინტერესოა • 1788719097
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ იმ გენიალურ აღმოჩენაზე საუბრობს, რომელმაც ონკოლოგიაში გარღვევა მოახდინა. ექიმის განმარტებით, ავთ...
ჯანმრთელობა • 1788715982
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. „სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მ...
საზოგადოება • 1788700251









