საქართველოს ბანკმა ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გამართა

ქალი მეწარმეები


საქართველოს ბანკი  ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და თანამედროვე ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო კომპეტენციის გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და EFSE Enterpreneurship Academy-სთან თანამშრომლობით, 11 და 13 ივნისს ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გაიმართა, რომელსაც  კონტენტ სტუდიოს დამფუძნებლები - ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიება საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ სპეციალურ სივრცეში, 4B-ში გაიმართა.

შეხვედრაზე სპიკერებმა მეწარმე ქალებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება შემდეგ საკითხებზე:

 

· კონტენტის და პროდუქტის ფოტოგრაფია;

· თანამედროვე მიდგომები, ტექნიკები და ხრიკები კრეატიული მიმართულებით;

· კონტენტის დაგეგმვა;

 

გარდა ამისა, ვორკშოპის მიმდინარეობისას ქალ მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკული სავარჯიშო  შეესრულებინათ და მოცემული ვიზუალური დავალებისა და რეკვიზიტების მიხედვით  კონტენტი დაეგეგმათ და შეექმნათ.

 

„თანამედროვე მეწარმეობა უახლესი ცოდნისა და ინფორმაციის მიღების გარეშე წარმოუდგენელია. ციფრულ სამყაროში საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდება ბიზნესების წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, ამიტომ ჩვენ, როგორც ბიზნესების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვაძლევთ მეწარმეებს წვდომას ყველაზე რელევანტურ და პრაქტიკულ ინფორმაციაზე. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ დარგის გამორჩეულ სპეციალისტებსა და ახალბედა, დამწყებ მეწარმეებს. ამ მიმართულებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი გაძლიერებისთვის ჩვენ არაერთ პროგრამას ვახორციელებთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში არაერთ მსგავს ინიციატივას შევთავაზებთ ქალ მეწარმეებს“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი,  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილი პროექტების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ვებგვერდიდან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიქაუტაძე მიცლოცა დედა
ფოტო: "გილოცავ დე“ -  მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ  

"გილოცავ დე“ -  მიქაუტაძე გოლის გატანის შემდეგ  

სპორტი 1742746350

ნაკრებიიი
საქართველომ სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა-ჯვაროსნები კვლავ B დივიზიონში ითამაშებენ.    

სპორტი 1742745731

სტარმერი
„ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, მოდიოდა ზეწოლა, რომ კრიტიკულად გამოვსულიყავით“ - სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742743646

რუსის დედა სათააშო ვეფხვ
უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს

უკრაინაში ომის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცის დედას სათამაშო ვეფხვი და მადლობის წერილი გადასცეს, - იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა RusNews-ი. დაღუპული ჯარისკაცი 83-ე სადესანტო-სამხედრო ბრიგადაში მსახ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1742743490

მიქაუტაძე
მიქუტაძის დუბლით, ანგარიში 5-0 ხდება - საქართველო დამაჯერებლად იგებს

საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 35-ე წუთზე ჯვაროსნები 5-0 იგებენ. მიქაუტაძის დუბლით, საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად იმარჯვებს. მანამდე, ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვ...

სპორტი 1742741030

ნაკრები სომხეთში გამარჯვება
4:0 - საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს

საქართველოს ნაკრები სომხეთს დიდი ანგარიშით უგებს. მატჩის 27-ე წუთზე ჯავროსნები 4-0 იგებენ.

სპორტი 1742740383