საქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის Global Finance-ის 14 ჯილდო მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1750062181
საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიურმა ორგანიზაციამ, საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის ფინანსებში დანერგვისთვის Global Finance-ისგან 14 ჯილდო მიიღო.
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance ახალი დაჯილდოების AI in Finance Awards 2025-ის პირველი გამარჯვებულები გამოავლინა. დაჯილდოებების პირველივე ეტაპზე საქართველოს ბანკმა საცალო მიმართულებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული ინტეგრაციისთვის ჯამში 14 ჯილდო მოიპოვა.
აღნიშნულ დაჯილდოებას Global Finance CGI-სთან — საერთაშორისო IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ახორციელებს. CGI გლობალურ დონეზე ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული. AI in Finance Awards-ის მიზანია იმ საფინანსო ინსტიტუტების გამოვლენა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფინანსურ მომსახურებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ.
„ბანკში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების დანერგვა და განვითარება ჩვენთვის მხოლოდ ყოველდღიური ტექნოლოგიური ამოცანა არაა — ეს არის გზა, რომ თითოეულ მომხმარებელს მარტივი, სწრაფი და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ. საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით 14 ჯილდო კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შედეგს, რომელიც ჩვენი გუნდის ინოვაციურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს მოაქვს”, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში 14 ჯილდო შემდეგ ნომინაციებში მიიღო:
ქვეყნის ქვეკატეგორიები:
•
ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
•
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
•
პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
•
კერძო საბანკო მომსახურება;
•
ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
•
საკრედიტო შეფასება.
რეგიონის ქვეკატეგორიები (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა):
•
ჩათბოტები და ვირტუალური ასისტენტები;
•
მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება;
•
პერსონალიზებული ფინანსური რჩევები;
•
კერძო საბანკო მომსახურება;
•
ფინანსური თაღლითობის გამოვლენა და პრევენცია;
•
საკრედიტო შეფასება.
საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით:
•
ქვეყნის დონეზე (საქართველო)
•
რეგიონის დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა)
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












