საქართველოს ბანკმა საუკეთესო ციფრული SME ბანკის ჯილდო მოიპოვა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1750417091
საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო. მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს (SME Banking Agency) ორგანიზებით 17 ივნისს გამართულ დემო დღეზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებას მიეძღვნა, საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.
ღონისძიებაში რეგიონის წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში ექსპერტებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება, ციფრული პროდუქტების განვითარების მიდგომები. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სტრატეგიები. დემო დღის ბოლოს კი SME Banking Agency-ის ექსპერტთა საბჭომ სომხეთში, საქართველოში და მოლდოვაში საუკეთესო SME ციფრული ბანკები გამოავლინა. საქართველოს ბანკი ამ შეფასების მიხედვით, ქვეყანაში საუკეთესოდ დასახელდა.
„ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი გაციფრულების სტრატეგია სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ მუდმივად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, ვვითარდებით მათთან ერთად და ვქმნით ციფრულ სერვისებს, რომლებიც არა მხოლოდ ქართულ რეალობას, არამედ საერთაშორისო სტანდარტებსაც პასუხობს“, — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, SME Banking Agency არის SME Banking Club-ის ანალიტიკური მიმართულება, რომელიც რეგიონში მოქმედ ბანკებს ციფრული შესაძლებლობების, პროდუქტების ხარისხისა და ინოვაციური მიდგომების მიხედვით ყოველწლიურად აფასებს. მათი მიზანია წარმოაჩინონ საუკეთესო პრაქტიკები, გაუწიონ რეკომენდაცია ფინანსურ ინსტიტუტებს და ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების გაუმჯობესებას.
თუ ჯერაც არ სარგებლობთ ქვეყანაში საუკეთესო ციფრული პროდუქტებით გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან ისარგებლეთ ბიზნეს ინტერნეტბანკით - ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ. აირჩიეთ საუკეთესო თქვენი ბიზნესისთვის.
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










