ბიზნესი & ეკონომიკა • 1695986922 59
სს საქართველოს კაპიტალმა („საქართველოს კაპიტალი“, „GCAP”, „კომპანია“), ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის, მდგრადობასთან დაკავშირებული 5-წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვების ღონისძიებას სასტუმრო „რუმსში“ უმასპინძლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გარიგებაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სტრატეგიული ინვესტორების წარმომადგენლები. სს საქართველოს კაპიტალის მთავარ სტრატეგიულ ინვესტორებს წარმოადგენდნენ კომპანიის გრძელვადიანი პარტნიორები: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). ღონისძიებაზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეებიც იყვნენ:
ირაკლი გილაური, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, საქართველოს კაპიტალი;
ალკის დრაკინოს, კავკასიის რეგიონის დირექტორი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD);
სიუზან გაბური, კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი, აზიის განვითარების ბანკი (ADB);
ნია ბერია, ასოცირებული საინვესტიციო ოფიცერი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB);
რაფალ გოლებიოვსკი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).
პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი, რომელთა შორისაც იყო: ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კომპანიის ბოლოდროინდელი და სხვა მსგავსი გარიგების გამოცდილება, კომპანიის და სტრატეგიული ინვესტორების მიზნები მდგრადობასთან დაკავშირებით, ინვესტორთა მოლოდინები და მათი უპრეცედენტო დაინტერესების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო პლატფორმამ და Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს საქართველოს კაპიტალმა, სს გალტ & თაგარტისა და შპს თიბისი კაპიტალის დახმარებით ადგილობრივ ბაზარზე $150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მდგრადობასთან დაკავშირებული, 5-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები დღემდე განხორციელებულ ყველაზე დიდ კორპორატიულ ტრანზაქციას წარმოადგენს რეგიონალურ ბაზარზე.
სს საქართველოს კაპიტალის შესახებ:
სს საქართველოს კაპიტალი არის დიდ ბრიტანეთში დალისტული Georgia Capital PLC-ის („ჯგუფი“, Ticker: CGEO) 100%-იანი შვილობილი კომპანია. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საქართველოს მასშტაბით ბიზნესების ყიდვა და განვითარება. კომპანია თავის ბიზნესებს ეხმარება მენეჯმენტის ინსტიტუციონალიზაციასა და წარმატებულ ბიზნესებად გარდაქმნაში, რომლებიც შემდგომში შეძლებენ გარკვეული ზედამხედველობით ან დამოუკიდებლად განვითარებას. კომპანიის პორტფელის ღირებულება 2022 წლის 31 დეკემბრისთვის არის 3.2 მილიარდი ლარი, ხოლო NAV (Net Asset Value) შეადგენს 2.8 მილიარდ ლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.georgiacapital.com
სს გალტ & თაგარტის შესახებ:
საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანია გალტ & თაგარტი მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს: კორპორატიული საკონსულტაციო და კაპიტალის ბაზრის მომსახურებები, კონკურენტული საბროკერო და წამყვანი კვლევის მომსახურებები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.gt.ge
შპს თიბისი კაპიტალის შესახებ:
თიბისი ბანკის შვილობილი – თიბისი კაპიტალი, ლიცენზირებული საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, კერძო პირებს, კორპორაციულ სუბიექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ემსახურება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.tbccapital.ge
18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე...
საზოგადოება • 1701859261
„თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსა...
პოლიტიკა • 1701859155
„ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში.“ - ასე გამოეხმა...
პოლიტიკა • 1701858974
გინდა ლეპტოპის შეძენა მაგრამ არ იცი რის მიხედვით შეარჩიო? გეთანხმები, ეს ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. თუ თვალს გადაავლებ ლეპტოპების ტექნიკურ მახასიათებლებს, ერთი შეხედვისთანავე, მონაცემების ზღვაში...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701858804
მერიის ინფორმაციით, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება, 6-დან 20 დეკემბრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება...
საზოგადოება • 1701858174
„ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრი...
პოლიტიკა • 1701857979
ეს საინტერესოა • 1701804900
6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1701718320
5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი