„საქართველოს მთავრობას აშშ-სთან პირდაპირი ფრენების განხორციელების სურვილი არ აქვს“ - "ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი

გიორგი კოდუა

"ეარ ჯორჯიას" დამფუძნებელი, გიორგი კოდუა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს სურვილი, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენები დაიწყოს. ის იხსენებს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, მის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან და კომპანიისა და საელჩოს წარმომადგენლებს შორის - კერძოდ მაშინდელი ელჩისა და ეკონომიკური ატაშეს შეხვედრას.

 

ბიზნესმენი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ მის კომპანიას ამერიკაში პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი აქვს, თუმცა მთავრობის დახმარების იმედი არა. მას ხელისუფლების წარმომადგენლებმა  პირად საუბრებში უთხრეს, რომ ამერიკაში ფრენების დაწყებისგან დროებით თავი უნდა შეეკავებინა. იმ ფონზე, რომ საქართველომ ოკუპანტ რუსეთთან ფრენები უმოკლეს დროში აღადგინა, კოდუა ამბობს, რომ ამერიკასთან ფრენების დასაწყებად ქართულ მხარეს, როგორც მინიმუმ, განაცხადი მაინც უნდა გაეგზავნა.

"მოლაპარაკება იყო და მზაობა გამოხატა ამერიკის მხარემ, დაუდასტურა საელჩომ რომ მიესალმებიან ეარ ჯორჯიას, რომ რეისები განახორციელონ ამერიკაში, რის შედეგადაც მივიღეთ ჩვენ ავიაკომპანიამ და საელჩომ როგორც მისალმება, მაგრამ ეს იქნებოდა დროში გაწელილი. აქ ჩვენ შევეჯახეთ ბიუროკრატიულ პრობლემებს. პოლიტიკურად არ აწყობთ რეისის გაკეთება თუ რა, შეიძლება ბევრი რამე ვიმარჩიელოთ, მაგრამ ზუსტად პასუხი ამაზე არ მაქვს", - ამბობს კოდუა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოპერატორი გატაცება
„გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება! თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა. ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია“ - ადვოკატი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება!თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა.ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია!

პოლიტიკა 1739916169

ტვ პირველი
შსს: "ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. “ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გული...

პოლიტიკა 1739914256

ტვ პირველის ოპერატორი პლაკატი
პლაკატი, რომლის გამოც პოლიციამ „ტვ პირველის“ ოპერატორი გაიტაცა

რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...

პოლიტიკა 1739911865

ნოდარ მელაძე
„იზოლატორებში არსად არააა“ - ნოდარ მელაძე „ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცებაზე

ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...

პოლიტიკა 1739911337

ოპერატორი გატაცება
ვიდეო: „პიროვნება, ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" - ტვ პირველის ოპერატორის კატაცების კადრები

ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები  "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო"  წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს  

პოლიტიკა 1739910946

ნოდარ მელაძე
„ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცება - ნოდარ მელაძე განცხადებას ავრცელებს

ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...

პოლიტიკა 1739910320