საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

ახალი ბრენდი

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობილი ყოველდღიური გადაადგილების სანდო, კომფორტულ და ფუნქციურ საშუალებას წარმოადგენს.

 

SOUEAST-ის ავტომობილები წარმოდგენილია გეზ მოტორსის მულტიბრენდულ  შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15-ში მდებარეობს.  ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა  აქვთ, გაეცნონ SOUEAST-ის სრულ ასორტიმენტს და ისარგებლონ ტექნიკური მომსახურებით.

 

SOUEAST საავტომობილო ბრენდია, რომელიც 1995 წელს დაარსდა. თავდაპირველად ბრენდი Mitsubishi Motors-თან ერთად აწარმოებდა ავტომობილებს საერთაშორისო ბაზრებისთვის. 2024 წლიდან კი ის ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ  ავტომწარმოებელს Chery Group-ს შეუერთდა. ამ გაერთიანების შედეგად SOUEAST ახალი იდენტობა მიენიჭა, რაც ყოველდღიური ცხოვრების რიტმის გამარტივებაში ითარგმნება. SOUEAST სპეციალიზებულია SUV ავტომობილებზე და მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უსაფრთხოების ინტეგრირებულ სისტემებს, კომფორტულ ინტერიერსა და დახვეწილ დიზაინს სთავაზობს.

 

სამომავლოდ, „გეზ მოტორსი“ სადილერო ქსელის გაფართოებას გეგმავს, როგორც საქართველოში, ისე რეგიონებში. 2026 წელს კომპანია ბაზარზე ახალ SUV კლასის დატენვად ჰიბრიდს - SOUEAST S08 DM-ს წარადგენს, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ქართულ რეალობასა და მომხმარებლის მოთხოვნაზე.

„SOUEAST-ის საქართველოში შემოსვლა „გეზ მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია.  ეს ჩვენი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. ბრენდის ფილოსოფია, ტექნოლოგიური ხედვა და საერთაშორისო გამოცდილება სრულად ეხმიანება იმ მიმართულებას, რომლითაც „გეზ მოტორსი“ წლებია ვითარდება. ეს არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან საავტომობილო გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომფორტს. ჩვენი მიზანია ქართველი მომხმარებლებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებული საავტომობილო ბრენდი. ამ პროცესში საქართველოს ბანკის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - პარტნიორის, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური კუთხით გვიჭერს მხარს, არამედ გვიზიარებს გამოცდილებასა და ბიზნესის განვითარების ხედვას. ეს თანამშრომლობა გვაძლევს სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას, რათა სწორად დავგეგმოთ კომპანიის განვითარება, გავზარდოთ მასშტაბი და უზრუნველვყოთ პროექტის მდგრადობა. სამომავლოდ, ახალი მოდელების შემოყვანას და სადილერო ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც პროექტის გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს“, - განაცხადა ლევან მიქაძემ,  „გეზ მოტორსის“ კომერციულმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, SOLO მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკ
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ღონისძიება “შეხვედრები ბიზნესთან” გაიმართა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1771437323

ბაჩიაშვილი ივანიშვილი
„როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $, დღეს ბიტკოინის ფასი არის 67 128 $, ახლა თქვენ მიხვდით, რა მოხდა და როგორ“ - გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...

სოცმედია 1771437079

გია ხუხაშვილი
„ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით“ - გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...

სოცმედია 1771431254

ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა - მედია

"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...

პოლიტიკა 1771427239

დავით კაკულია
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა“ - დავით კაკულია

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...

კრიმინალი 1771426020

ბაჩიაშვილი
„ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" - პროკურატურა

ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...

პოლიტიკა 1771425172