საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 4,5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარი შეადგინა - საქსტატის მონაცემები
ბიზნესი & ეკონომიკა • 1768468732
საქართველოში საარსებო მინიმუმი ერთ თვეში 4,5 ლარით შემცირდა და 250.9 ლარი შეადგინა | ამის შესახებ ნათქვამია საქსტატის 2025 წლის დეკემბრის მონაცემებში. ეს მაჩვენებელი წინა წლის პერიოდთან შედარებით 20.4 ლარით მეტია, 2025 წლის ნოემბერთან შედარებით კი 4.5 ლარით ნაკლები. საქსტატის ცნობით, 2025 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 250.9 ლარს შეადგენდა, მაშინ, როცა ნოემბერში 255.4 ლარს, 2024 წლის დეკემბერში კი 230.5 ლარს. საქსტატის ცნობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2025 წლის დეკემბერში 283.3 ლარს შეადგენდა, ნოემბერში 288.4 ლარს, ხოლო 2024 წლის დეკემბერში 260.3ლარს. BPN წერს, რომ საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











