„საქართველოში TAV Airports-ის 20 წლიანი მოღვაწეობა, არის საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი“ - თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

ტავ ჯორჯია საქართველოში საქმანობის 20 წელს აღნიშნავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიპლომატიური კორპუსი, ავიაციისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობა დაესწრო. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თამარ იოსელიანის განცხადებით, TAV Airports-ის საქართველოში 20 წლიანი მოღვაწეობა საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

 

,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის. ჩვენ აღვნიშნავთ TAV Airports-ის საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილეს. ეს არის ნამდვილად, საქართველოს მთავრობასა და კერძო პარტნიორს შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად გავიარეთ ბევრი სირთულე ჩვენი აეროპორტების განვითარების გზაზე.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში TAV Airports-მა მოღვაწეობა დაიწყო იმ დროს, როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი სულ რაღაც 550 ათასამდე მგზავრი იყო.  ახლა კი გავიზარდეთ და წლიურად ვემსახურებით 5 მილიონზე მეტ მგზავრს,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.

 

მისივე თქმით, 2025 წლის იანვარ–აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა ჯამურად 5.6 მილიონ მგზავრს მოემსახურეს, რაც სექტორის უპრეცედენტო განვითარებას უსვამს ხაზს.

 

ტავ ჯორჯია - TAV Airports-ის პირველი საერთაშორისო პროექტი იყო, რომელიც თურქეთის საზღვრებს გარეთ განხორციელდა. TAV Georgia აღნიშნავს, რომ კომპანია მომავალშიც განაგრძობს აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

რელიგია 1775937165

მეუფე შიო
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღ...

რელიგია 1775936306

ცეცხლი
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში (ვიდეო)

11 აპრილს, 15 საათსა და 14 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1775906838

 წითელი პარასკევი
დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... დღეს ეშმაკებმა, ნ...

საზოგადოება 1775802679

უნგრეთის საგარეი მინისტრი და ლავროვი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლავროვის სატელეფონო საუბრის ახალი ჩანაწერი

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთობლივმა ჯგუფმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის სატელე...

მსოფლიო 1775754397

ფაშინიანი პუტინი
"სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ“ - ფაშინიანი

"სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ. [...] ყაზახეთი გასული წლის აგვისტოდან ღიად გამოხატავს „ტრამპის მარშრუტით“ დაინტერესებას, თუმცა ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არ...

მსოფლიო 1775754061