სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდა —- მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

სასტუმრო ტელეგრაფი

 

საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ისტორიულ ცენტრში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსტრუქცია დასრულდა.  სასტუმრო 20 ივნისიდან მიიღებს პირველ სტუმრებს და მათ უმაღლესი ხარისხის ინოვაციურ მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეებს და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შესთავაზებს.

სასტუმრო ტელეგრაფი ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. ტელეგრაფის რეკონსტრუქციისთვის გაწეული ინვესტიცია 65 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის, საქართველოს ბანკის და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.

ტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რაც ჩვენი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს. სასტუმრო ტელეგრაფის რეკონსრუქცია რესპუბლიკის მოედნის განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ტელეგრაფის არქიტექტორული კონცეფცია მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდიას Neri&Hu-ს ეკუთვნის. ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ პროექტებზე მუშაობს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე და არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

 

ტელეგრაფის რეკონსტრუქცია მაღალი კლასის სასტუმროდ შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდა. რეკონსტრუქციის კონცეფცია, გარდა შესანიშნავი დიზაინისა, ითვალისწინებს მწვანე ენერგოეფექტური სასტუმროს შექმნას, რაც განახლებული შენობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და თანამედროვე შენობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ მთავარ პარამეტრად მიიჩნევა.

„საქართველოს ბანკი პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მასშტაბური პროექტების განხორციელებას განაგრძობს. წლების განმავლობაში ჩვენს ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ სილქ როუდ  ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში კიდევ ერთი მაღალი კლასის  სასტუმრო - ტელეგრაფი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება ღირებულია როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის რადგან ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოელი ტურისტების მოზიდვას, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარებას. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას...“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...

სოცმედია 1772907484

გივი თარგამაძე
„ჰოე, ჰოე! დაშოშმინდით... მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ... თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“ - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...

სოცმედია 1772903209

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე, რომელსაც სუს-ი ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - მედია

გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...

პოლიტიკა 1772898323

 გივი თარგამაძე
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - სუს-ი

„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...

პოლიტიკა 1772896558

ოპოზიციის ალიანსი
ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...

პოლიტიკა 1772896140

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი, ამასაც ახერხებს“ - დავით ზურაბიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე

დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.

სოცმედია 1772894141