საწვავის ფასი რეკორდულად იზრდება - დიზელმა 5-ლარიან ნიშნულს გადააჭარბა

საწვავის ფასი

საქართველოში საწვავის გაძვირების ტალღა გრძელდება. bpn-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ერთ დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში დიზელის ღირებულება დამატებით 10 თეთრამდე, ხოლო ბენზინის — 2-დან 6 თეთრამდე გაიზარდა. შედეგად, ქვეყანაში დიზელის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5.07 ლარი შეადგინა. გაძვირდა ბენზინიც: სუპერის ტიპის საწვავის ფასმა 4.65 ლარს მიაღწია, პრემიუმის — 4.33 ლარს, ხოლო რეგულარის — 4.08 ლარს.

საწვავზე ფასების მატება ეტაპობრივად, კვირებისა და თვეების მანძილზე მიმდინარეობდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინი 14-31 თეთრით, ხოლო დიზელი 30-52 თეთრით გაძვირდა. აგვისტო-სექტემბრის ჯამური ზრდით კი ბენზინის ფასმა 42 თეთრამდე, დიზელისამ კი 91 თეთრამდე მოიმატა.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ბენზინი წლიურად 30.2%-ით (საშუალოდ 1.15 ლარით), ხოლო დიზელი 54.5%-ით (საშუალოდ 1.95 ლარით) არის გაძვირებული. გაზის საწვავზე მატებამ 0.6% შეადგინა.

ფასების დრამატული ზრდა თვალსაჩინოა კონკრეტულ მარშრუტებზეც. მაგალითად, თბილისიდან ბათუმამდე (~360 კმ) მგზავრობისას: ბენზინზე მომუშავე სედანი (რომელიც 100 კმ-ზე საშუალოდ 7 ლიტრს მოიხმარს) ერთი მიმართულებით 29 ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე გასულ წელს. დიზელზე მომუშავე სედანი (6 ლიტრის მოხმარებით) იმავე მანძილზე 42 ლარით ძვირი დაჯდება.

ენერგომატარებლების გაძვირება პირდაპირ პროპორციულად აისახება სხვა პროდუქციისა და მომსახურების ღირებულებაზე. გაზრდილი საწვავის ფასი ზრდის არამხოლოდ ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის ხარჯებს, არამედ მძიმე დარტყმას აყენებს აგრარულ სექტორს — სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (ტრაქტორები, კომბაინები) ძირითადად დიზელზე მუშაობს, რაც მიწის დამუშავების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

დიზელზე რეკორდული ფასები ბაზარზე უარყოფით მოლოდინებს აჩენს და სურსათის საყოველთაო გაძვირების რისკებს ქმნის. ამ ფონზე, მოკლევადიან პერსპექტივაში ალტერნატიულ გამოსავლად ვერც იმპორტი დასახელდება, ვინაიდან საწვავზე — განსაკუთრებით კი დიზელზე — ფასების ზრდის ტენდენცია გლობალურ ბაზარზეც ფიქსირდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851