ბიზნესი & ეკონომიკა • 1660901754
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის საუკეთესოდ აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
„საუკეთესო ციფრულ ბანკებად დასახელდენენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისებიდაენერგათ. სწორედ ამიტომაც არიან მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებად აღიარებული Global Finance-ის მიერ“,- თქვა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.
„მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკის ძალისხმევა, გაუმარტივოს ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციები და მას ახალი ციფრული შესაძლებლობები შესათავაზოს, არ დარჩა ისეთი საერთაშორისო გამოცემის ყურადღების მიღმა, როგორც Global Financ-ია. ამაყები ვართ რომ მსოფლიო საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის ჩვენი მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის საუკეთესოდ დასახელდაცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას არ გავჩერდეთ და ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი შევთავაზოთ“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების მოხერხებული ფუნქციონალი და დიზაინი. გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინურიამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ.
რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული ნულოვანი დღეები, როდიდან აქტიურდება ისინი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? ვისთვის არის საუკეთესო პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობებში, ვინ უნდა შეიკავოს თავი მნიშვნელოვანი ნაბი...
ეს საინტერესოა • 1710851640
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მ...
საზოგადოება • 1710851100
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნ...
საზოგადოება • 1710850440
დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა თბილისში გადაიყვანეს.ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს მიღებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია...
შემთხვევა • 1710849480
მსოფლიო ბანი ხელისუფლების პროპაგანდისტის წინააღმდეგ - პაატა ბურჭულაძის სარჩელზე, რომლითაც ის შალვა რამიშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩიოდა, სასამართლომ ცოტა ხნის წინ გა...
საზოგადოება • 1710848985
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დნესტრისპირეთში რუსეთის საპრეზიდენტო "არჩევნების" ორგანიზებასთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მას ქვეყნის და...
მსოფლიო • 1710848523
ეს საინტერესოა • 1710790249
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1710704100
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი