„სებ-ი მონეტარული პოლიტიკის გასამკაცრებლადაც მზადაა“ - თურნავა

თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის გასამკაცრებლადაც მზადაა - ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის შესაკავებლად მოქალაქეებს კრეტიდის პროცენტი გაეზრდებათ, რომ მიმოქცევაში ნაკლები ფული იყოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვეყანაში ინფლაციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით ხსნის - საომარი მოქმედებები ჩვენს სამეზობლოში გავლენას მართლაც ახდენს ფასებზე.

 თურნავას თქმით, რეგიონში ტურბულენტური ვითარების გათვალისწინებითაც ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის.

 „ზემოქმედება, რომელსაც ეს ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევა მოახდენს ფასებზე დამოკიდებულია რასაკვირველია ამ შოკის ხანგრძლივობაზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ყველა სცენარისთვის მზად არის.ჩვენი პროგნოზების მიხედვით ვიცოდით, რომ 2025 წელს ინფლაცია გადააჭარბებს მიზნობრივს, თუნდაც იმიტომ, რომ წინა წლების შესადარისი ბაზა დაბალი იყო და ზრდა გამოჩნდებოდა, პლუს გარკვეული ერთჯერადი ფაქტორები მოქმედებდა, მაგრამ მოლოდინი გვქონდა, რომ 2025 წლის შემოდგომის შემდეგ ინფლაცია დაიწყებს დაღმასვლას და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. მოვლენები ზუსტად ასე ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, საყურადღებოა ახალი გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვასთან, ნავთობის ბაზრებზე არსებულ მდგომარეობასთან. აქ არის ძალიან დიდი გაურკვევლობა, დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი და ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები“, — ამბობს ნათია თურნავა

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი

ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...

სამართალი • 1791396248

საქბანკი
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713

საქბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587

თბილისი ენერჯი
„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...

საზოგადოება • 1791379800

პოლიცია
არასრულწლოვანმა ბასრი საგნის გამოყენებით ერთ პირს დაზიანებები მიაყენა - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...

კრიმინალი • 1791369982

მერია Yellow box
თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...

საზოგადოება • 1791368400