სელფი მობაილი Vodafone-თან პარტნიორობით ახალ პროდუქტს ნერგავს

ვადაფონი სელფი

სელფი მობაილი ოფიციალურად გახდა Vodafone Group-ის პარტნიორი. ამ თანამშრომლობის შედეგად სელფი მობაილის 1.3 მლნ მომხმარებელი მიიღებს გაუმჯობესებულ სერვისებს, რაც გულისხმობს თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს, საოპერაციო ეფექტურობის გაზრდასა და ინოვაციურ პროდუქტებზე წვდომას.

 

Vodafone ევროპისა და აფრიკის წამყვანი ტელკო ოპერატორია, რომელიც მობილურ და ფიქსირებულ მომსახურებას უწევს ჯამში 300 მლნ ადამიანზე მეტს. Vodafone მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა, რომელიც ემსხურება კორპორატიულ კლიენტებსაც, ჯამში 4.8 მლნ კომპანიას. უშუალოდ Vodafone Partner Markets-ის მიმართულებით, ჯგუფი თანამშრომლობს ადგილობრივ ოპერატორებთან 45 სხვადასხვა ქვეყანაში.

 

პარტნიორობის ფარგლებში, უკვე ხელმისაწვდომია Vodafone-ის ლოიალობის პროგრამა – სიახლე საქართველოს ტელეკომ ბაზარზე. ეს პროგრამა მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან უპირატესობებს, მათ შორის ფასდაკლებებს ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Wolt და Trip.com, აგრეთვე პრივილეგიებს სამოგზაურო შეთავაზებებზე, გასართობ ღონისძიებებზე და სხვ.

 

ლოიალობის პროგრამით სარგებლობა უმარტივესია - სელფი მობაილის მობილურ აპლიკაციაში შესაბამის ღილაკზე დაჭერით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება: შეთავაზებები საკვებ ობიექტებში, ფასდაკლებები მაღაზიებში და სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის პოპულარულ აპლიკაციებზე, აქციები საუკეთესო ბრენდებზე, გასართობი ღონისძიებების ბილეთები, სამოგზაურო შეთავაზებები  და მრავალი სხვა. ლოიალობის პროგრამას ბენეფიტები და ობიექტების ჩამონათვალი მუდმივად ემატება.

 

"ამაყები ვართ, რომ სელფი მობაილმა საქართველოს ბაზარზე შეძლო ევროპული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთერთი ლიდერის შემოყვანა. Vodafone- თან თანამშრომლობა არამხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა გახლავთ. Vodafone-თან პარტნიორობა ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოში არსებულ პოპულიარულ სერვისებზე და ახალ შესაძლებლობებზე მისცემს წვდომას," — განაცხადა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ. მისი თქმით: "ჩვენი მიზანია, საქართველოში განვავითაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ციფრული მომსახურება და ქვეყანა რეგიონალურ ლიდერად ვაქციოთ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სენატი.jpg
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს

აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...

მსოფლიო 1762759316

ლენტიი
სპეცოპერაციების სერია საქართველოში - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, დაკავებულია 13 პირი

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...

კრიმინალი 1762758491

შალვა პაპუშვილი
შალვა პაპუაშვილის "რჩევები" ბრიუსელს, თუ როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...

პოლიტიკა 1762758288

აქცია
„საქართველოში დემოკრატიის უკანასკნელი ნაპერწკალი ქრება“ - The Economist

საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...

პოლიტიკა 1762755863

ხაინდრავა
„300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არავინ გარშემო და სად არის, გაარაბდა საქართველო? სად არის ვაფშე კვალი მაგისი, არის?“ - გოგა ხაინდრავა

"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...

პოლიტიკა 1762753789

მეუფე შიო
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეშმაკები ვერაფერს დაგვაკლებენ"- მიტროპოლიტი შიო

 "ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...

საზოგადოება 1762749519