სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა

სელფი

სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის განვითარებას იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს სტაბილური, სწრაფი და კომფორტული კავშირი, ნებისმიერ დროს, ყოველდღე. უწყვეტი განახლებების შედეგი აისახა მომხმარებლის კმაყოფილების ზრდაზე - 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, როდესაც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, მომხმარებლის კმაყოფილება გაიზარდა 10%-ით და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%-ით.

2026 წლის პირველ სამ თვეში, სელფიმ ქსელს დაამატა 33 ახალი საბაზო სადგური და მოახდინა 40 არსებული სადგურის მოდერნიზაცია. 73 ახალი და განახლებული სადგური ნიშნავს უფრო ფართო დაფარვას და ქსელის გაძლიერებას იმ ადგილებში, სადაც მომხმარებლები კავშირს ყველაზე აქტიურად იყენებენ. ეს განახლება უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ და სწრაფ კავშირს ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებლისთვის.

ახალი ინფრასტრუქტურა განთავსდა როგორც ქალაქებში, ისე რეგიონებსა და ტურისტულად დატვირთულ ლოკაციებზე: იმერეთში, აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში. მათ შორის, მოვიცავით ისეთი ადგილები, ქალაქები და თბილისის რაიონები, როგორებიცაა: ბათუმი, მტირალა, თელავი, ვეჯინი, რუსთავი, გლდანი.

ამასთან, მნიშვნელოვანია ღიად ვილაპარაკოთ იმ შემთხვევაზეც, როდესაც მომხმარებლის გამოცდილება დროებით გაუარესდა. ქსელის განახლების პროცესში, ერთ-ერთ ეტაპზე განხორციელდა ახალი რესურსების ჩართვა, რაც საჭირო იყო ქსელის გრძელვადიანად გაძლიერებისთვის. ამ ცვლილებებმა გარკვეულ რეგიონებში გამოიწვიეს კავშირის არასტაბილურობა - გაიზარდა ზარის გაწყვეტის ალბათობა და შეინიშნებოდა ინტერნეტის სიჩქარის ვარდნა. აღმოვაჩინეთ თუ არა ეს შეფერხება, განახლების სამუშაოები გადაიგეგმა და ქსელის მუშაობა დაუბრუნდა სტაბილურ მაჩვენებლებს. შემდგომი სამუშაოები უკვე დავნიშნეთ ისე, რომ მსგავსი ცვლილებები მომხმარებლისთვის შეუმჩნევლად განხორციელდეს.

სელფი მობაილი განაგრძობს ქსელის გაძლიერებას იმისთვის, რომ შედეგად მომხმარებელმა მიიღოს საიმედო, სტაბილური და მაღალი ხარისხის კავშირი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178