სელფი მობაილმა საკრედიტო რეიტინგი BB-/Stable მიიღო

სელპი

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, ევროპის წამყვანი საკრედიტო რეიტინგის სააგენტოსგან Scope Ratings, BB-/Stable შეფასება მიიღო. მაღალი საკრედიტო რეიტინგი განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა საკრედიტო ვალდებულებების სიმცირე, ასევე ინდუსტრიის დაბალი ციკლურობა. სელფი გამოირჩევა კარგი მომგებიანობით და ბაზარზე სტაბილური პოზიციით. საკრეტიდო რეიტინგის პროგნოზი განისაზღვრა როგორც სტაბილური და განპირობებულია სელფის კონკურენტული პოზიციისადმი პოზიტიური მოლოდინით.

"მოხარული ვარ, რომ სელფი მობაილის მიღწევები და უახლოესი მომავლის გეგმები სწორად ითარგმნა წარმატებულ საკრეტიდო რეიტინგში. რესპექტაბელური ევროპული სარეიტინგო სააგენტოსგან მიღებული ეს შეფასება, დაეხმარება კომპანიას კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი, რომელსაც მიმართავს ქსელის გაფართოებისთვის და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ღირებულების შექმნისთვის. მინდა მივულოცო ჩემს კოლეგებს სელფიში ეს მნიშვნელოვანი აღიარება და მადლობა გადავუხადო სარეიტინგო სააგენტოსთან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის", - განაცხადა სელფი მობაილის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა.

საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის:

asadunashvili@cellfie.ge 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბა ჭიკაიძე
უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევარს ბავშვი არ უნდა? - მამა საბა ჭიკაიძის პასუხი (ვიდეო)

უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევრის ოჯახი ემუქრება და თვითონ მეორე ნახევარსაც არ უნდა ბავშვი? - მამა საბა ჭიკაიძე ქართველი ემიგრანტის კითხვას პასუხობს.  

სოცმედია 1708546920

მარტოხელა
რა თვისებები უშლის ხელს ქალს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ელემენტარული "ცუდი ჩვევები", რომელიც, შეიძლება, ქალს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში  უშლიდეს ხელს. აგრძელებთ წარსულ ურთიერთობებში ცხოვრებას გაინტერესებთ თქვენი ყოფილი - როგორ...

ეს საინტერესოა 1708546620

ხოფერია
"ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში" - ხათუნა ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უ...

სოცმედია 1708546380

ჰალკი
ძალიან ლამაზი ხარო - მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი... მივხვდი, რომ აფერისტი იყო - "ქართველი ჰალკი" (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას - როდესაც კლასელს გადაუწია ხელი. "ყველაზე...

საზოგადოება 1708546080

ჩხუბ
"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - მარკეტიდან ფიზიკური დაპირისპირების კადრები ვრცელდება

"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - ერთ-ერთ სუპერმარკეტში მაღაზიის თანამშრომელი და მომხმარებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხმარებელი მეორე მოლარეს ითხოვდა, ამბობდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა, რასაც და...

სოცმედია 1708545720

სასამართლო
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი თანამდებობას ინარჩუნებს - რა ჩვენება მისცა სასამართლოს მისმა მეუღლემ

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა რომ გამოძიების მასალებით დგინდება რომ განსაკუთრებულ  დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ცოლზე სისტემატურა...

სამართალი 1708545180