სელფი TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია
ბიზნესი & ეკონომიკა • 1725623138

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. მომხმარებელს ემსახურება, მსოფლიოში იდეების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პლატფორმის ღონისძიების, TEDxTbilisi 2024-ის პარტნიორია.
TED-ის პირველი კონფერენცია აშშ-ში 30 წლის წინ ჩატარდა. მას მერე TED-ი მსოფლიო მასშტაბის პლატფორმა გახდა და დღეს სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა TEDx-ი, TED-ის ფორმატით განხორციელებული ადგილობრივი კონფერენცია. TEDxTbilisi-ი საქართველოში 2012 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების შთაგონებასა და კრეატიული აზროვნების სტიმულირებას.
TEDxTbilisi წელს მთლიანად ახალგაზრდებს ეთმობათ და ღონისიების მთავარი თემა ძიება და ძიების პროცესია. 8 სექტემბერს, 10 სპიკერი საქართველოდან წარსდგება ინდივიდუალური მოხსენებით, სადაც საკუთარ მაგალითზე გაგვიზიარებენ რას და როგორ ეძებს ახალგაზრდა თაობა და როგორ გადის ძიების გზას.
„ძალიან გვიხარია, რომ სელფი და TEDxTbilisi დამეგობრდნენ. სელფი მრავალი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში განათლებისა და ინოვაციების გავრცელებას და პოპულარიზაციას. ჩვენ მუდმივად ვეძებთ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ განათლებაზე წვდომის გაუმჯობესებას, ცოდნის გავრცელებას და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის TEDxTbilisi-ის საორგანიზაციო გუნდს, რომლის წევრებიც უკვე არაერთი წელია მოხალისეობრივ საწყისებზე უდგანან სათავეში ამ გამორჩეული ღონისძიების ჩატარებას,’’ აცხადებენ სელფი მობაილ-ში.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593