ბიზნესი & ეკონომიკა • 1733306815
მაცივარი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მის გარეშე წარმოუდგენელია სახლში კომფორტული ცხოვრება, რადგან მაცივარი ხელს უწყობს საკვების ჯანსაღად შენახვას და იცავს გაფუჭებისგან.
მაცივრების არჩევისას გასათვალისწინებელია მათი ფუნქციები, მოცულობა, ენერგოეფექტურობა და რა თქმა უნდა, ბრენდი. Extra-ზე შეგიძლიათ სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მაცივრების დათვალიერება.
ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შევარჩიოთ მაცივარი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება არჩევისას.
1. მაცივრის ტიპები
მაცივრები სხვადასხვა ტიპებად იყოფა, რაც განაპირობებს მათ მრავალფუნქციურობას.
ორკარიანი მაცივრები ეს არის ტრადიციული მაცივრები, რომლებიც შედგება მაცივრისა და საყინულისგან. ასეთი მოდელები საკმაოდ პოპულარულია.
ერთკარიანი მაცივრები ძირითადად გამოიყენება პატარა ბინებში ან ოფისებში, რადგან მათი ზომა უფრო კომპაქტურია.
ფრანგული კარი – თანამედროვე დიზაინისა და სივრცის ოპტიმალური გამოყენების კომბინაციაა. ასეთ მაცივრებს ორი კარი აქვს ზედა ნაწილში და საყინულე ქვედა ნაწილში.
Side-by-Side მაცივრები – ამ მოდელებში მაცივარი და საყინულე კამერები გვერდიგვერდ არის და მარტივად მოსახმარია.
2. მაცივრის მოცულობა
მაცივრის მოცულობა დამოკიდებულია შენს საჭიროებებზე. დიდი ოჯახებისთვის, სასურველია, მინიმუმ, 300 ლიტრიანი მაცივარი, ხოლო პატარა ბინებისთვის ან დამოუკიდებელი ადამიანებისთვის საკმარისი იქნება 200-250 ლიტრიანი მოდელები.
მაცივრის მოცულობის არჩევისას უნდა გაითვალისწინო, თუ რამდენად ხშირად და რა რაოდენობით სასურსათო პროდუქციას ყიდულობ.
3. ენერგოეფექტურობა
ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან მაცივარი მუდმივად ჩართული უნდა იყოს. საუკეთესოა A++ ან A+++ ენერგოეფექტურობის კლასის მაცივრები, რადგან ისინი ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ეს კი დადებითად აისახება ელექტროენერგიის გადასახადზე.
4. ტექნოლოგიური ფუნქციები
თანამედროვე მაცივრები აღჭურვილია მრავალფუნქციური ტექნოლოგიებით, რომლებიც ზრდის კომფორტს:
No Frost ტექნოლოგია აგარიდებს ყონულის წარმოქმნას, რაც აუცილებელია მაცივრის მოვლისთვის.
თანამედროვე მაცივრებს ცშირად აქვთ ისეთი ჭკვიანი ფუნქციებით, როგორებიცაა ტემპერატურის დისტანციური კონტროლი მობილურით, ვებ-კამერები პროდუქტების მონიტორინგისთვის და სხვა.
ზოგი მაცივარი აღჭურვილია ფილტრებით, რომლებიც ხელს უშლის უსიამოვნო სუნების გაჩენას მაცივრის შიგნით.
5. მაცივრის ბრენდები და მათი უპირატესობები
მაცივრის არჩევისას ყურადღება მიაქციე ცნობილ ბრენდებს, რომლებიც ხარისხით გამოირჩევა:
●
Samsung გთავაზობს თანამედროვე, ინოვაციურ ფუნქციებს და მაღალი ხარისხის, ენერგოეფექტურ მოდელებს.
●
LG გამოირჩევა ჭკვიანი მაცივრებით და ფერადი დიზაინით, რაც თანამედროვე სახლისთვის განსაკუთრებულად შესაფერისია.
●
Bosch ცნობილია ევროპული ხარისხით, სანდოობით და გამძლეობით.
●
Midea გთავაზობს კარგი ფასისა და ხარისხის შეფარდებას, რაც სასურველია მათთვის, ვისაც სურს მაღალი ხარისხი, უფრო ხელმისაწვდომ ფასად.
მაცივრის ყიდვამდე, აუცილებლად შეამოწმე, თუ რამდენად შეესაბამება მისი ზომა სამზარეულოს სივრცეს. პატარა სივრცეებისთვის კომბინირებული და ვერტიკალური მოდელები იდეალურია.
თუ მაცივარი განთავსებული იქნება ღია სივრცეში ან საძინებელში, აუცილებელია, მისი ხმის დონეც გაითვალისწინო.
რომ შევაჯამოთ, მაცივრის შერჩევა მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს. სწორად შერჩეული მაცივარი არა მხოლოდ კომფორტს უზრუნველყოფს შენს სახლში, არამედ მნიშვნელოვნად დაგიზოგავს ელექტროენერგიას.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად ისარგებლო მაცივრის ყველა ფუნქციით, წინასწარ განსაზღვრე შენი მოთხოვნები და აუცილებლად შეადარე სხვადასხვა მოდელები და ბრენდები, შენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.
ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც
სოცმედია • 1737309135
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. „საქართველოს პრეზიდენტის მ...
პოლიტიკა • 1737307698
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...
პოლიტიკა • 1737306367
"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...
პოლიტიკა • 1737306226
ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...
კულტურა • 1737300315
გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...
პოლიტიკა • 1737297580
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი