შეიძინეთ საბავშვო ველოსიპედი ონლაინ
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679232249 93

ველოსიპედი უმნიშვნელოვანესი ტრანსპორტია მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ცდილობს შვილების ფიზიკურ აქტივობაზეც იზრუნოს. ველოსიპედები დანიშნულებისა და ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით არის წარმოდგენილი, რაც შესყიდვის პროცესს განსაკუთრებით ართულებს. გამოუცდელი ადამიანისთვის ურიცხვ მოდელებს შორის საუკეთესოს ამორჩევა საკმაოდ რთული საკითხია. არასწორად შერჩეულმა ველოსიპედმა კი შესაძლოა მფლობელს ამ აქტივობაზე უარი სამუდამოდ ათქმევინოს.
როგორ შევარჩიოთ ველოსიპედი ბავშვებისთვის?
ველოსიპედით მოძრაობა ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აქტიური ცხოვრების რიტმი ხელს უწყობს მოზარდის ჯანსაღ ცხოვრებას. ლილოშოპის ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალი ხარისხის საბავშვო ველოსიპედები.
ველოსიპედის მართვისას ბავშვს წონასწორობის შენარჩუნების უნარები უვითარდება. სანამ მცირეწლოვანისთვის ველოსიპედის ყიდვას გადაწყვეტთ ყურადღებით გაერკვიეთ მასალებში, გაითვალისწინეთ მოდელის თავისებურებები და არჩევანი ბავშვის ასაკისა და სიმაღლის მიხედვით გააკეთეთ. მნიშვნელოვანია გათვალოთ ბიუჯეტიც და სასურველი მოდელი ყველა მაჩვენებლის გაანალიზების შემდგომ შეარჩიოთ.
ველოსიპედის შერჩევისას ყურადღება წონასა და გამძლეობაზე გაამახვილეთ, რათა მისი მართვა არ გართულდეს და ნებისმიერ ზედაპირზე გადაადგილებისას მდგრადობა შეინარჩუნოს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რაც უფრო მცირეა ველოსიპედის წონა მისი მართვადობა და ინერცია მით უფრო ძლიერდება. დიდი მასის კონსტრუქციის მართვა კი ზრდასრულებისთვისაც საკმაოდ რთულია, ამიტომ ბავშვისთვის შესაფერისი მოდელი ყურადღებით შეარჩიეთ.
● 1-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის თვითმგორავი ველოსიპედია მიზანშეწონილი, რომელსაც პედლები არ აქვს და ბავშვის წონასწორობის გრძნობას შესანიშნავად ავითარებს;
● 3-4 წლამდე ბავშვებისთვის სრულფასოვანი, კამერიანი საბურავებით აღჭურვილი, ველოსიპედი უნდა შეიძინოთ;
● 4-6 წლამდე ბავშვისთვის 12-16 დიუმის დიამეტრის საბურავებიანი მოდელია ზედგამოჭრილი, ხოლო 6-9 წლამდე კრუზიული, მრავალფეროვანი ველოსიპედები (დამატებითი ბორბლების გარეშე);
● 9-13 ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი ველოსიპედები ზრდასრულთა მოდელებს არაფრით ჩამორჩება, აღჭურვილია 24 დიუმიანი საბურავებით და 1-დან 24-მდე სიჩქარეს ივითარებს;
თუ თანამედროვე სატრანსპორტო საშუალების შეძენა გადაწყვიტეთ, მაშინ ყველაზე მრავალფეროვან ონლაინ მაღაზიას, Liloshop-ს, უნდა ეწვიოთ. ვებგვერდზე საბავშვო ველოსიპედების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომელთა ფასებიც 108 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. წარმოდგენილი პროდუქცია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი და თქვენი გემოვნების მიხედვით, სასურველი ფერის მოდელიც შეგიძლიათ შეარჩიოთ. თუ მაღაზიის სტუმრობისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ, მაშინ ყურადღებით გაეცანით ლილოშოპზე წარმოდგენილ განცხადებებს და ეფექტური მოდელი სასურველ მისამართზე გამოიძახეთ. ამით თქვენი ბავშვის ყოველდღიურობას კიდევ უფრო გაახალისებთ და მას ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში დაეხმარებით.

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახ...
საზოგადოება • 1679934240

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...
პოლიტიკა • 1679933492

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...
პოლიტიკა • 1679933222

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1679932654

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...
მსოფლიო • 1679932539

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...
სოცმედია • 1679932157