ბიზნესი & ეკონომიკა • 1722847771
„სილქ რიალ ისთეითმა", საქართველოში უძრავი ქონების მართვის და სტუმართმასპინძლობის ბიზნესის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანიამ, საფონდო ბირჟაზე პირველი, ევროში დენომინირებული, 1-წლიანი ობლიგაციების ემისია თიბისი კაპიტალის, „გალტ & თაგარტისა" და „სილქ ბანკის" მხარდაჭერით განახორციელა. ამჯერად, განთავსებული ობლიგაციების საერთო ღირებულება 7 მილიონ ევროს შეადგენს.
სილქ რიალ ისთეითმა 2023 წლის აპრილში გამოუშვა და განათავსა 20 მილიონი აშშ დოლარის პირველი ტრანში, წლიური ფიქსირებული 9.00%-იანი კუპონით. მეორე ტრანში - 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, 9.25%-იანი კუპონით, წარმატებით განთავსდა 2023 წლის სექტემბერში. შეთავაზებებს მაღალი დაინტერესება მოჰყვა, ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს შორის.
ევროში დენომინირებული ობლიგაციების წლიური საპროცენტო სარგებელი 7.0%-ს შეადგენს. ობლიგაციების გაყიდვიდან მიღებულ სახსრებს კომპანია არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენებს.
ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე მესამე განთავსება კომპანიიის თანმიმდევრული განვითარების, პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშომლობისა და წარმატების დასტურია.
მამუკა შურღაია - „სილქ რიალ ისთეითის" აღმასრულებელი დირექტორი: „სილქ რიალ ისთეითმა" საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების მორიგი ემისია განახორციელა. ეს კომპანიის პირველი, ევროში დენომინირებული 1-წლიანი ობლიგაციებია. გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ჯამურმა ოდენობამ 40 მილიონი დოლარი შეადგინა. მინდა გაწეული სამუშაოსთვის და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წარმატების მიღწევაში."
ალექსი ხოროშვილი - „სილქ ბანკის" გენერალური დირექტორი: „მოხარულნი ვართ, რომ „გალტ & თაგარტთან" და თიბისი კაპიტალთან ერთად კიდევ ერთხელ შევიტანეთ წვლილი „სილქ რიალ ისთეითის" ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. „სილქ ბანკი" და „სილქ რიალ ისთეითი" ერთი ჯგუფის წევრები არიან, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, შეეძინათ „სილქ რიალ ისთეითის", ამჯერად ევროში დენომინირებული ობლიგაციები."
ქეთევან თოიძე - „გალტ & თაგარტის" დირექტორის მოადგილე: „მოხარულები ვართ, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას „სილქ რიალ ისთეითთან" და ამჯერად რიგით მესამე წარმატებული ემისია განვათავსეთ. აღსანიშნავია, რომ მოცემული გარიგება წარმოადგენს პირველ, ერთ წლიანი ვადიანობის ობლიგაციების ემისიას საქართველის კაპიტალის ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც კომპანიებს, ასევე ინვესტორებს, მუდმივად ვთავაზობდეთ ინოვაციურ და მაქსიმალურად მათ მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. ვიმედოვნებთ, რომ „სილქ რიალ ისთეითთან" ერთად კაპიტალის ბაზარზე კიდევ არაერთ წარმატებულ ემისიას განვახორციელებთ."
მერი ჩაჩანიძე - თიბისი კაპიტალის მართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „სილქ რიალ ისთეითმა" პირველი 1-წლიანი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა და მოკლევადიან პროდუქტებში ინვესტირებით დაინტერესებული, ახალი ტიპის ინვესტორები მოიზიდა. 2023 წელს „სილქ რიალ ისთეითის" სადებიუტო ემისიის მხარდამჭერები ვიყავით და კომპანიას, კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში უწყვეტად ვუწყობთ ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე წარმატებით ოპერირებს უძრავი ქონების მართვისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი და მსხვილი ბრენდი, რომლის წინსვლაც, არა მხოლოდ ჯგუფს, არამედ ქვეყანას ხდის კიდევ უფრო მიმზიდველს ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის."
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....
პოლიტიკა • 1739202888
მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...
პოლიტიკა • 1739201128
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...
პოლიტიკა • 1739201047
„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...
პოლიტიკა • 1739199422
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს. გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...
პოლიტიკა • 1739198853
8 მარტს, გია სურამელაშვილი მოსკოვში იმღერებს. ინფორმაციას რუსეთის დედაქალაქში მდებარე რესტორანი “გენაცვალე” ავრცელებს “მეგობრებო! რესტორანი “გენაცვალე” 8 მარტის საპატივცემულოდ გრანდიოზულ ზეიმს ამზადებ...
საზოგადოება • 1739197980
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი