SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ბანკი საუკეთესოდ დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1685013485 41

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. ამ მიმართულებით ბანკმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო. SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტ ბანკი საუკეთესოდ დაასახელა.
საინფორმაციო და ანალიტიკურმა სააგენტომ SME Banking Agency-მ, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნეს ინტერნეტ ბანკების საერთაშორისო რეიტინგი წარმოადგინა. პრეზენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო კლუბის წევრების ექსპერტთა საბჭოს ფარგლებში გაიმართა. ბანკების რეიტინგი ყოველწლიური კვლევის Business Online Banking 2023-ის შედეგების მიხედვით მომზადდა.
კვლევის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს ექსპერტებმა 120 კრიტერიუმის გათვალისწინებით სხვადასხვა ქვეყნის 50 ბანკი შეაფასეს. კვლევის შედეგებით, SME Banking Agency-ს მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბიზნესის ტოპ 20 საუკეთესო ინტერნეტ ბანკი განისაზღვრა. ტოპ 20-ში საქართველოს ბანკი მეორე ადგილს იკავებს.
ასევე, თითოეულ ქვეყანაში გამოვლინდა ტოპ 3 ონლაინ ბანკი ბიზნესისთვის. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველოს ბანკმა ყველაზე მაღალი - 395 ქულა დააგროვა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტოს მიერ საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტ ბანკად დასახელება, რადგან ეს ნიშნავს, იყო რეგიონში პირველი საიმედო პარტნიორი, რომელიც ბიზნესისთვის მუდმივად ქმნის ინოვაციურ და საჭირო პროდუქტებს. აღსანიშნავია, რომ ჯილდო, ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ მისწრაფებას, ჩვენს მომხმარებლებს ციფრულ ეკოსისტემაში უფრო მეტი და მეტი პროდუქტი და სერვისი შევთავაზოთ და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი, ცირა ლოლაძე.
ინფორმაციისთვის, „ტოპ 20 საუკეთესო ინტერნეტ ბანკი ბიზნესისთვის“ სიაში მოხვდნენ: პრივატ ბანკი (უკრაინა), საქართველოს ბანკი (საქართველო), Halyk Bank (ყაზახეთი), პაშა ბანკი (აზერბაიჯანი), MBANK (KB ყირგიზეთი) და სხვა.
SME Banking Club არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბიზნეს ბანკირებს ინფორმაციის, ანალიტიკისა და გამოცდილების გაცვლისთვის. ის სწავლობს, თუ როგორ ვითარდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მომხმარებელთა მომსახურების ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ბაზრები.

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...
საზოგადოება • 1685467022

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...
პოლიტიკა • 1685465201

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....
პოლიტიკა • 1685462135

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...
საზოგადოება • 1685462057

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1685460921

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...
სოცმედია • 1685460818