SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა

SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის  ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ  დაასახელა

- საქართველოს ბანკმა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერმა, კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. SME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი Business Online Banking 2022 გამარჯვებულად დაასახელა.

 

SME Banking Agency-მ გაანალიზა აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთისა და უკრაინის 70- ზე მეტი ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი,  შეისწავლა რეგიონში ინტერნეტ ბანკინგის დანერგვის ტენდენციები და საუკეთესო გამოცდილება. ბიზნეს კლიენტებისთვის ონლაინ ბანკინგის ყოველწლიური კვლევის შედეგად კი გამარჯვებულად საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკი დაასახელა.

 

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ბოლო დროს მსოფლიო საბანკო სისტემას აქვს, ფინანსური ეკოსისტემების მშენებლობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ შესაძლებლობას, დაზოგონ დრო საკუთარი ბიზნესისთვის და სწორედ ამიტომ არიან დაინტერესებულნი მიიღონ სერვისი „ერთი ფანჯრის პრინციპით“. ჩვენი მცდელობა, ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორი და ვიზრუნოთ მათ მუდმივ განვითარებაზე, არ დარჩა შეუმჩნეველი. ჩვენი მიზანია, ბიზნესმომხმარებლებს მივცეთ საბანკო მომსახურება და ოპერაციების წარმოების შესაძლებლობა სრულად ონლაინ, რათა

 

კიდევ უფრო ეფექტურად და მარტივად მართონ საკუთარი ბიზნესი“, − განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა,  ლევან კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი
რას ფიქრობენ ივანიშვილზე ვაშინგტონში

ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ატლანტიკური...

პოლიტიკა 1657091197

გერმანია
აგარაკზე გენერალური დირექტორი ცხედარი იპოვეს - „გაზპრომის“ სიკვდილის ქრონიკა

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი  სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე,...

მსოფლიო 1657090773

ვანგა
წელს ახალი პანდემია ციმბირიდან დაიწყება, დედამიწას უცხოპლანეტელები შემოესევიან - ვანგას წინასწარმეტყველება

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...

მსოფლიო 1657090384

დემნა გვასალია
"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა (ვიდეო)

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...

საზოგადოება 1657090216

ბავშვები
პუტინისტებს ხელი 346 უკრაინელი ბავშვის სისხლში აქვთ გასვრილი

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 346 ბავშვია დაღუპული, 645-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1657087245