SOLO-ს მხარდაჭერით, პირველად ბათუმში „სილქ ჰოსფითალითის“ და პადელ პორტ ბათუმის ორგანიზებით პადელის ტურნირი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1749548008
„სილქ ჰოსფითალითის“, „პადელ პორტ ბათუმის” და “საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის” ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში პადელის ტურნირი გაიმართა - პროექტის მხარდამჭერია სოლო. პადელის ტურნირში მონაწილეობა 80-მა მონაწილემ მიიღო. ასევე, გამოყოფილი იყო საპრიზო ფონდი და სხვადასხვა საჩუქარი, რომელიც მონაწილეებს გადაეცათ. ქალაქ ბათუმში პადელის კორტები სულ ცოტა ხნის წინ „სილქ დეველოპმენტის“ მიერ აშენდა და SOLO-ს მომხმარებლებს მიეცათ შესაძლებლობა, მთელი სეზონის განმავლობაში 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ.„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ბათუმის მაცხოვრებლებისთვის და სტუმრებისთვის გარდა საზღვაო აქტივობისა, სხვა სპორტული აქტივობა შეგვეთავაზებინა. წელს ბათუმში პირველი პადელის პორტი გავხსენით და პირველად ჩავატარეთ პადელის ტურნირი ჩვენი, სილქ ჰოსფითალითის და საქართველოს პადელის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით,“ - აღნიშნავს ლევან დგებუაძე, ბათუმის პადელ პორტის დამფუძნებელი. „SOLO-ს გუნდისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ისეთი გამოცდილების შექმნა, რომელიც მათ ცხოვრებას სიახლესა და ენერგიას შემატებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბათუმში გამართული პადელის ტურნირის მხარდამჭერები ვართ. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც სპორტი, დასვენება და გამორჩეული ემოციები ერთიანდება და ქმნის დაუვიწყარ მოგონებებს“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.ამასთან აღსანიშნავია, რომ SOLO-მ და სილქ ჰოსფითალითიმ წელს რამდენიმე სპორტული ღონისძიება შესთავაზა დამსვენებლებს, მათ შორის იყო წინანდლის ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ სხვადასხვა საინტერესო სპორტული ღონისძიების განხორციელება სხვადასხვა რეგიონში კვლავ იგეგმება. პადელის ტურნირის სპონსორი იყო სილქ დეველოპმენტი და სილქ რივორდსი, წყალი ბაკურიანი, Xtreme, სელფორდი, რესტარტი და Vacanza Batumi.
საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1768968017
“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...
მსოფლიო • 1768967629
"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...
მსოფლიო • 1768967470
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
მსოფლიო • 1768967082
ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...
სოცმედია • 1768966842
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:,,2016 წელს შევარქვი ტრამპს- ჩემი ჟღალი მიმინო! ჰოდა, ზედ დააკვდა! მიმინო არის მტაცებელი ფრინველი!ქორისებრთა ოჯახიდან. ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ (ა)ფრენ!”
სოცმედია • 1768966298











