სომხეთში თხევადი გაზის ფასი 40%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ რუსეთიდან გაზის ტრანზიტი დაბლოკა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752636417
სომხეთში თხევადი გაზის (LPG) ფასი 40%-ით გაიზარდა. როგორც oc-media წერს ამის მიზეზი გახდა ის, რომ საქართველომ რუსეთიდან გაზის ტრანზიტი დაბლოკა. გამოცემის ინფორმაციით, ორშაბათის მონაცემებით, თხევადი გაზით დატვირთული დაახლოებით 500 სომხური სატვირთო მანქანა რვა-ცხრა დღის განმავლობაში იყო ჩარჩენილი საქართველოს საზღვარზე, თითოეულში დაახლოებით 22 ტონა საწვავით. იმპორტიორების თქმით, მათ არ იციან, რა იწვევს პრობლემას. როგორც ისინი აცხადებენ ადრე არასდროს შეხვედრიათ ასეთი სირთულეები, გარდა ამინდისა ან სხვა „ობიექტური“ ფაქტორებისა. OC MEDIA წერს, რომ ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ასხურებენ მძღოლები წყალს გაზის ცისტერნებს, რათა მაღალი ტემპერატურის პირობებში გააგრილონ, რადგან ტემპერატურამ შეიძლება გაჟონვა ან აფეთქება გამოიწვიოს. როგორც oc-media წერს საქართველოს მიერ სომხეთის გაზმომარაგების შეფერხებას წინ უძღოდა ის, რომ საქართველომ სომხური ბრენდის გადამზიდ სატვირთო მანქანებს რუსეთში მისი საზღვრების გავლით გადაკვეთა აუკრძალა. როგორც სომხური მედია წერს, სომხეთიდან რუსეთში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი მნიშვნელოვნად შეფერხდა მას შემდეგ, რაც ლაბორატორიული შემოწმების საბაბით, რამდენიმე ათეული სატვირთო საზღვარზე შეაჩერეს. სომეხი ექსპორტიორების განცხადებით კი შემოწმების დაგვიანების გამო მათ ფინანსური ზარალი განიცადეს. ალკოჰოლური სასმელების სომეხმა მწარმოებლებმა მიმართეს სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურებს, რათა სასწრაფოდ შეეფასებინათ სომხური საქონლის ტრანზიტთან დაკავშირებული დაძაბული სიტუაცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. წერილის ავტორები ადრესატებისგან მოთხოვდნენ მოეწოდებინათ საქართველოს მთავრობისთვის, შეწყვიტა არასანქცირებული ბლოკადა და გააუქმებინა შეზღუდვები, რომლებიც ხელს უშლიდა საქონლის ტრანზიტულ გადაადგილებას საქართველოს ტერიტორიაზე. სომხური მედიის ინფორმაციით, კონიაკის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემა ივნისის დასაწყისში მას შემდეგ მოგვარდა, რაც საქართველოში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დავალებით დელეგაცია ჩამოვიდა და ქართულ მხარესთან შეხვედრა გამართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე "უპრეცედენტო ზეწოლის" ფონზე ჩატარდა. "7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზი...
მსოფლიო • 1780916926
„ჩვენ უნდა გაგვიჩნდეს გამარჯვებულის ფსიქოლოგია, სამწუხაროდ, იმ ხალხს, მათ შორის ოპოზიციიდან, ვინც მე მაკრიტიკებს, ჩამოუყალიბდათ ლუზერის ფსიქოლოგია, რომ არაფერი გვეშველება. შევარდნაძის დროსაც ასე იყო,...
პოლიტიკა • 1780914416
"ამბობენ, იჭერდნენო... თუ იჭერდნენ თავი რაზე მოიკლა, იმ საცოდავმა... [პაპუნა ლოცულაშვილი] რომ სცემეს, მაგ [საქმის] მონაწილე ყოფილა, როგორც თქვეს... ჭორის დონეზე თქვეს | ამბობს ფორმულასთან გორში გარდაც...
შემთხვევა • 1780913118
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 6 ბრალდებულს გაუფორმდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმე...
სამართალი • 1780912924
"ესაა გამარჯვება სომხეთის სუვერენიტეტისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვისა და თქვენი უფლებისთვის. იცხოვროთ ისე, როგორც ამას თავად აირჩევთ. უკრაინა მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა, ახლა სწორედ ის დროა,...
მსოფლიო • 1780912056
თბილისში ქალი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობას გადაჰყვა - ექიმებმა ვერც ბავშვების გადარჩენა შეძლეს | ინფორმაციას ამბები ჯი ავრცელებს “თავზარდაცემულები ვართ, ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო...
შემთხვევა • 1780911827












