სპორტის 15 სახეობა, 14 000-ზე მეტი მოსწავლე - საქართველოს ბანკისა და სასკოლო ლიგის ერთობლივი პროექტი ახალგაზრდებისთვის დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701778026
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, სასკოლო ლიგა გაიმართება.
სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სპორტული ტურნირები ჩატარდება, რომელშიც მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის 15 სახეობაში შეეჯიბრებიან. მათ შორის: მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა.
სასკოლო ლიგის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, ქუთაისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში გაიმართება.
ლიგაში მონაწილეობის მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ სპორტის მასწავლებელს, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციის გავლასა და ტურნირისთვის მომზადებაში.
სასკოლო ლიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.
„ჩვენი მიზანია სპორტით რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს, აირჩიოს ცხოვრების სწორი გზა. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა მომავალშიც ბევრ წარმატებას გვპირდება. ვიმედოვნებთ, რომ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ სიახლესა და შესაძლებლობას შევთავაზებთ, წავახალისებთ, რომ იაქტიურონ და განავითარონ საკუთარი უნარები. ჩვენი დიდი სურვილია, მომავალში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ და დავაინტერესოთ ახალგაზრდები სპორტის იმ სახეობებით, რომლებსაც ჯერჯერობით საქართველო სათანადოდ ვერ წარადგენს მსოფლიო ჩემპიონატზე. გვჯერა, რომ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზებენ, მაგრამ მათ ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ“, - აღნიშნავს სასკოლო ლიგის ადმინისტრატორი, როინ რაზმაძე.
„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. ამიტომ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათთვის შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარებისთვის საჭირო ინიციატივების განხორციელებას. მათ შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით. სასკოლო ლიგასთან ჩვენი თანამშრომლობაც ამ მიზანს ემსახურება - შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, მოვახდინოთ მათი მოტივაცია, და ვუბიძგოთ მუდმივი განვითარებისკენ. გვჯერა, რომ ეს დაეხმარება მათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ლიგა მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, რაც ნიშნავს იმას, რომ 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საკუთარი თავის გამოვლენის და უნარების განვითარების შესაძლებლობა“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












