"სრული აბსურდი და ანტიკონსტიტუციური წესი 60+ ადამიანებისთვის ... ივანიშვილი რამდენი წლისაა?" - რომან გოცირიძე

გოცირიძე ივანიშვილი

ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სებ-ის ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 500 ლარზე მეტი ოდენობის სარისკო ტრანზაქციებზე (კრიპტოვალუტა, აზარტული თამაშები, სავალუტო ოპერაციები) კონტროლი მკაცრდება.

გოცირიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს და აცხადებს, რომ ასაკობრივი ნიშნით შეზღუდვების დაწესება გაგებას სცილდება.

„ეროვნული ბანკი სრულიად წარმოუდგენელ, დისკრიმინაციულ და, ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურ წესს აამოქმედებს: 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს სპეციალური შესწავლის გარეშე ეკრძალებათ სარისკოდ მიჩნეული გადარიცხვის განხორციელება, თუ თანხა 500 ლარს აღემატება.

რა გამოდის - საფინანსო დაწესებულებებმა 18 წლის ადამიანს შეიძლება ტრანზაქციის განხორციელების უფლება მისცენ ყოველგვარი სპეციალური შესწავლის გარეშე, ხოლო 60 წლის მშობელს - არა? ეს ხომ სრული აბსურდია.

ადამიანის ასაკი ავტომატურად რატომ უნდა ნიშნავდეს, რომ მას საკუთარი ფულის განკარგვისას დამატებითი 'სკრინინგი' სჭირდება? თუ მიზანი თაღლითობისგან დაცვაა, რატომ არის ასაკი მთავარი კრიტერიუმი? და ბოლოს, ერთი პატარა კითხვა: ივანიშვილი რამდენი წლისაა?“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172