STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784118600
4 წელი, 2 000-ზე მეტი მოსწავლე, 500-ზე მეტი სტიპენდიატი - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას აქტიურად აგრძელებს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა, კომაროვის სკოლასთან ერთად, შექმნა STEM სკოლა - საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
STEM სკოლა, მთელი საქართველოს მასშტაბით, VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი და კომაროვის პროფესიონალი მასწავლებლებისგან მიიღონ ხარისხიანი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
პროექტში მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან არიან ჩართულნი. სრულად დისტანციური სწავლება კი მათ შესაძლებლობას აძლევს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, დაეუფლონ მომავლის პროფესიებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.
პროექტის წარმატებაზე ციფრებიც მეტყველებს: STEM სკოლის პირველი, მეორე და მესამე მოდული უკვე 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ დაასრულა, საქართველოს ბანკის სტიპენდიით კი 500-ზე მეტმა მოსწავლემ ისარგებლა.
სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, კომპიუტერულ პროგრამირებას, ელექტროინჟინერიას, მიკროელექტრონიკას, ლოგიკურ აზროვნებასა და ალგორითმების შექმნას. ასევე, ეუფლებიან Tinkercad-ის გამოყენებას, Arduino-ს დაპროგრამებასა და სენსორების მართვას. კურსის ბოლოს კი საკუთარი ინტერესების მიხედვით STEM პროექტებს ქმნიან და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.
STEM სკოლის კურიკულუმი დასავლური საგანმანათლებლო პრინციპებისა და გამოცდილების საფუძველზეა შემუშავებული, სასწავლო პროცესს კი STEM სწავლების გამოცდილების მქონე კომაროვის პროფესიონალები უძღვებიან.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკი საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობასაც აძლევს, ყოველწლიურად 90 მოსწავლიდან 60 სრულ, ხოლო 30 - 50%-იან დაფინანსებას იღებს.
შედეგად, საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი ათასობით მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან მიიღოს ხარისხიანი განათლება და გადადგას პირველი ნაბიჯები მომავლის პროფესიებისკენ.
STEM სკოლის ახალი მიღება აგვისტოს ბოლოს გამოცხადდება და მოსწავლეებს მთელი საქართველოდან კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტში და მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










