თბილისი დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების” სამიტს მასპინძლობს

ინვესტორები

თბილისში დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული „ანგელოზი ინვესტორების“ (Angel Investors) ორდღიანი სამიტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში დედაქალაქს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის,  FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) 20-მდე ინვესტორი და წარმომადგენელი სტუმრობს.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ამასთანავე, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაძლებლობების შექმნა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.

სამიტის ფარგლებში, დღეს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

„ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას, შევთავაზოთ მათ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები. ამასთანავე, ღირებულია ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელსაც სტუმრები ადგილობრივი სტარტაპების წარმომადგენლებს და ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებს გაუზიარებენ. ჩვენ უკვე მეორედ ვატარებთ მსგავს ღონისძიებას. მიმდინარე წლის ივნისში, თბილისს ბალტიის ქვეყნების „ანგელოზი ინვესტორები“ სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში ქართულმა სტარტაპმა - Total Traffic Management (TTM) შეძლო ინვესტიციის მოზიდვა ლატვიაში დაფუძნებული Baltic Tech Ventures-ისაგან. ის ღონისძიებაზე ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო სტარტაპად აღიარეს.

დაინტერესება რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაზე სტარტაპებმა გამოხატეს, არის მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური სისტემის მსგავსი ღონისძიებებით მხარდაჭერა საჭიროა.  თბილისი წარმოადგენს აუთვისებელ ბიზნეს ლოკაციას, რომელიც ტექნოლოგიური მიმართულების ინვესტორებს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიან და ნიჭიერ პროფესიონალებს სთავაზობს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

ვიზიტი მოიცავს პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს ეკონომიკური სისტემის განვითარების ხელშესაწყობად და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების (pitch days) წარდგენას ინვესტორებისათვის.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით, ქართული კომპანიების საინვესტიციო პროექტების წარდგენა ინვესტორებისათვის, რომელშიც წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპები მონაწილეობენ.

პროექტი თბილისის მერიისა და ქართული "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელი Axel-ის ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი და Grant Thornton Georgia.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557

პოლიცია
ყაჩაღობა "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე - პოლიციამ ოზურგეთში ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთში, ლუკიოილის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული თავს დაესხა ოპერატორის და იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა: "შინა...

კრიმინალი 1638952539

ჩხაიძე
„ომიკრონი“ სერიოზულ საფრთხედ უნდა განვიხილოთ - დეკემბერ-იანვარი ორწლიანი პანდემიისას ქვეყანაში ყველაზე მძიმე და სერიოზული გამოცდა იქნება -ჩხაიძე

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952457

ფხაკაძე.jpg
ამ ოთახში ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა თქვენ მიერ მიღებული - სოსო ფხაკაძე ღარიბაშვილს

ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა. ფხაკაძემ თქვა, რომ პრემიერმინისტრის მიერ ბევრ...

პოლიტიკა 1638951870

წულუკიანი
თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა

კულტურის მინისტრმა  რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა. თეა წულუკიანმა, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე,...

პოლიტიკა 1638951176