თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გეგმური სწავლება გაიმართა

სწავლება აეროპორტი

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება ,,თბილისი 2024“ გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის, ტავ ჯორჯიას, ავიაკომპანია Camex-ის თანამშრომლებმა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალურმა დანაყოფმა, ასევე, შსს-ის შესაბამისმა დანაყოფმა.

 

იმიტირებული სცენარის თანახმად, ანონიმური ზარის და წერილის საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ სატვირთო ავიაკომპანია Camex-ის საჰაერო ხომალდზე  აღმოჩნდება ასაფეთქებელი მოწყობილობა. რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება  საავარიო-ოპერატიული ცენტრი.  ოპერატიული ცენტრის გადაწყვეტილებით, საფრთხის რეალობიდან გამომდინარე ადგილზე იძახებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სპეციალურ დანაყოფს. აეროპორტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სწავლება აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე დაესწრო.

,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს იმართება სრულმასშტაბიანი სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. რაც გულისხმობს, ყველა შესაბამისი ძალოვანი უწყების ჩართულობას. რეალური პრაქტიკული სწავლება გულისხმობს, საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი აკრძალული ნივთის პოვნას და შესაბამის კოორდინაციას სამსახურებს შორის. მსგავსი ტიპის სწავლებები მნიშვნელოვანია ჩვენი სამსახურების მუდმივი მზადყოფნისათვის ნებისმიერი კრიზისული ვითარების სამართავად და იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ უსაფრთხო და მშვიდი ფრენები, -‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

გეგმური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2  წელიწადში ერთხელ ტარდება. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა,  ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქბანკიიიიიი
საქართველოს ბანკსა და პარტნიორ ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვების მეთოდის  დასანერგად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურ ინსტიტუტსა და სამ  ბანკს -  კრედო ბანკს, ბაზისბანკსა და პროკრედიტ ბანკს  შ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1751973057

გია ხუხაშვილი
“რიჟვაძის წერილი ადასტურებს, რომ ხელისუფლება მასთან აწარმოებდა კრიმინალურ გარჩევას, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა” – გია ხუხაშვილი

რიჟ­ვა­ძის წე­რი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­თან აწარ­მო­ებ­და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვას, ანუ კა­ნონს მიღ­მა გარ­ჩე­ვას, რა­საც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვა, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი...

პოლიტიკა 1751972944

ვენეციის კომისია
ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის დავაში მესამე მხარედ ჩართვას ითხოვს

ვენეციის კომისიამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მესამე მხარის სახით ჩარევის ნებართვა მოეთხოვა საქმეზე „საია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. საქმე ეხება რუსულ კანონად წოდებულ „...

პოლიტიკა 1751970853

ალბი კორძაია
„ამ ვიდეოს გადაღების გამო ალბი კორძაიას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს“

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ ვიდეოს გადაღების გამო Albi Kordzaia 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს!! ვიზრუნებ რომ ამ 5 დღის მანძილზე ეს ვიდეო ათასჯერ მეტმა ადამიანმა ნახოს!!ალბი   

სოცმედია 1751970241

ბარამიძე
სკანდალი: ,,ლელოსგან” იყო შემოთავაზება, რომ გარკვეული სარგებელი გვექნებოდა, თუ თვალს დავხუჭავდით და რბილად გავაკრიტიკებდით“ – გია ბარამიძე

,ნაცმოძრაობის” წევრის ანა წითლიძის შემდეგ ,,ლელოს” ფულის სანაცვლოდ გაჩუმებაში ხელს ადებს გია ბარამიძეც და აცხადებს: ,,ვადასტურებ, იყო შემოთავაზება, რომ ჩვენ გვექნებოდა გარკვეული სარგებელი, თუ უბრალოდ...

პოლიტიკა 1751970049

რიჟვაძე და მამა
„თორნიკე რიჟვაძის მამა პატიმრობაში ჰყავდათ, თვითონ სცემეს და აიძულებდნენ ფულის დაბრუნებას“ – ელისაშვილი

“ბიძინამ “რაზბორკები” დაიწყო და “აკაჩავებს” თავისიანებს” – ამის შესახებ “პირველებთან” “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ახლა ყოფილი...

პოლიტიკა 1751968932