თბილისში „რიყის დოქების“ დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1783955392
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება რიყის პარკში მდებარე 14 591 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟის თაობაზე. ობიექტი ამჟამად შპს „რიყე დომ“-ის საკუთრებაშია.
იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის მიერ დაპროექტებული მუსიკალური ცენტრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და მასზე დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროექტი შეჩერდა და წლების განმავლობაში დაკონსერვებული იყო. არაერთი ჩაშლილი აუქციონის შემდეგ, 2022 წელს ობიექტი ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა 10 მილიონ ლარად შეიძინა, თუმცა მას საინვესტიციო ვალდებულებები არ შეუსრულებია, ტერიტორია კი მიტოვებული რჩებოდა, სადაც 2025 წლის იანვარში უბედურ შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
3-წლიანი საინვესტიციო ვადის ამოწურვის წინ ხიდაშელმა ობიექტი გაყიდა. ახალი მფლობელი კომპანია „რიყე დომ“-ი გახდა, ხოლო 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობის განკარგულებით საპრივატიზაციო პირობები შეიცვალა — ნებადართული გახდა არსებული ნაგებობის დემონტაჟი და ტერიტორიაზე სასტუმროს მოწყობა, რისთვისაც ადგილზე მინიმუმ 44 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.
2025 წლის ივნისიდან „რიყე დომ“-ის მესაკუთრე კომპანია „მაქრო ფროფერთია“, რომელიც "მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის "მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, "რიყე დომის" მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა. თავის მხრივ, მაქრო ჯგუფი საქართველოში უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალი კლასის სასტუმროს - Swissotel Tbilisi-ს, ასევე პროექტ მაქრო სითის და სამშენებლო კომპანია მაქრო ქონსთრაქშენს.ახალ კერძო ინვესტორს თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის შენობის დემონტაჟის შემდეგ განსავითარებელი სასტუმროს პროექტი ჯერჯერობით არ წარუდგენია, შესაბამისად, უცნობია მისი სართულიანობა და ბრენდი, რომლის სახელითაც ოპერირებას დაიწყებს.
„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...
პოლიტიკა • 1786096179
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786095246
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...
კრიმინალი • 1786094675
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...
საზოგადოება • 1786090620
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...
კრიმინალი • 1786086000
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786028400










