თბილისში რუსული რესტორნების ქსელი შემოდის - რესტორანი ოლიგარქი ივანიშვილის სასტუმრო "თბილისი პარაგრაფში'' გაიხსნება

რუსული რესტორნების ქსელი

თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, "სიროვარნიას" ფილიალი იხსნება. ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული და მას Cheesefarm ერქმევა. ინფორმაციას რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press-ი ავრცელებს.

რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიხსნება, რომელიც ოლიგარქ ივანიშვილს ეკუთვნის.

 

Smart Press-ის ცნობით, რესტორნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყო და მას შემდეგ რესტორნის ინფრასტრუქტურული მოწყობა მიმდინარეობდა. რესტორნის გახსნის ოფიციალური თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

თბილისი მე-6 ქალაქი გახდება დუბაის (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ერევნის (სომხეთი), ალმატის (ყაზახეთი), დუშანბესა (ტაჯიკეთი) და ტაშკენტის (უზბეკეთი) შემდეგ, რომელშიც Novikiv Group-ის რესტორნების ქსელის ფილიალი გამოჩნდება. Cheesefarm რუსი რესტორატორის, არკადი ნოვიკოვის ბიზნესია — ქსელი საკუთარი წარმოების ყველის კოლექციითაა ცნობილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე
„არ მიკვირს, რომ ადამიანებს ინდივიდუალურ დონეზეც უხდიდნენ ხელფასებს - შეიძლება ეს დღესაც გრძელდება“ - კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საქველმოქმედო ფონდის მხრიდან ქვეყანაში რევოლუციური სცენარები და აგენტურული ქსელის შექმნა ფინანსდებოდა.   ამის შესახებ მან...

პოლიტიკა 1743068614

ნანუკა ჟორჟოლიანი
"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ფონდზე

"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფ...

პოლიტიკა 1743068197

მირცხულავა
„პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი, ეს სახელმწიფოს სიძულვილის გამოა“ - გოჩა მირცხულავა წულუკიანის ე.წ. კომისიაზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: საქართველოს ღალატის ქრონიკაზე უფრო დიდი საშინელება რა უნდა ნახოთ?ვერ ნახავთ ვერაფერს!პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი - ეს სახელმწიფოს სიძუ...

სოცმედია 1743066733

უგულავა
„არის ჩვეულებრივი "პროპაგანდონი" - გიგი უგულავა ომის დროს ჰოსპიტლის უფროსი ქოიავაზე

გიგი უგულავა: ვიღაც ნაძირალა ომის დროს ჰოსპიტლის უფროსი ქოიავა ყვება, რომ თურმე მთელი "დანაშაული" პრეზიდენტის, მინისტრის და გენ. შტაბის უფროსის - "საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ჩამოსვლა" ყოფილა. ისინი...

პოლიტიკა 1743066555

6 წლის ნინი
6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის ნინის საზოგადოების დახმარება სჭირდება, რაც დიდ თანხებს უკავშირდება. ბავშვს დამატებითი კვლევებისთვის და მედიკამენტებისთვის თანხები სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.   დახმარების მსურველ...

საზოგადოება 1743066369

სუბარი
„ გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ არ გამოვიყვანეთ, რადგან მაშინ გაიგებდნენ, რომ რაღაც ხდებოდაო, ანუ მოსახლეობა გაწირეს, მძევლად ჩატოვეს ჰქვია ამას“ - სოზარ სუბარი

"ზოგჯერ ვფიქრობთ, ხომ არ გავდივართ იმ ზღვარზე, რომელიც რაღაც სახელმწიფო საიდუმლოების ზღვარია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა მოქალაქემ, რადგან იმ შვილმკვდარმა დედამაც, რომლის შვილიც შეეწირ...

პოლიტიკა 1743065184