თბილისში საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა გაიმართა

თურნავა

საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართა. სხდომა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრის, ოლეგ ნემჩინოვის თავმჯდომარეობით ჩატარდა.

 

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ქართულ-უკრაინულმა მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები; თანამშრომლობა სამრეწველო, ენერგეტიკის,  ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში, ასევე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა სექტორებში. შეხვედრაზე ასევე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა საქართველო-უკრაინას შორის თანამშრომლობა ევროინტეგრაციის ფარგლებში.

 

ამასთან, მხარეებმა განიხილეს საზღვრისპირა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები. გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოსა და უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავებისა და გააქტიურების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უკრაინელ კოლეგას და დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა და გამოცდილება გაუზიარა პოსტკოვიდურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და ამ კუთხით არსებული პოზიტიური შედეგების და პროგნოზების შესახებ.

 

„წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. იანვარ-აგვისტოს კუმულატიური ზრდის ტემპმა 12.0 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანი გაჯანსაღება ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში. როგორც იცით, საქართველოს ამბიციური მიზნები აქვს, გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო მიმართულება მსოფლიო რუკაზე, რაც მუდმივად აისახება საერთაშორისო რეიტინგებში, რომლებშიც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ამ რთულ პერიოდშიც კი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

უკრაინულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობა მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება ყველა მიმართულებით. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, მინისტრ ოლეგ ნემჩინოვის განცხადებით, უკრაინული მხარე ამ მიზნით მომავალშიც ინტენსიურად იმუშავებს.

 

სხდომის დასრულების შემდეგ  ხელი მოეწერა საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის ოქმს, რომელშიც აისახა  დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება გაგრძელდეს მუშაობა შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლისა და ფიდერული გადაზიდვების განვითარებისთვის და ასევე, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიონობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების კუთხით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889

სები
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1638955065

სალომე ბახსოლიანი
პენიტენციურსა და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღე მიეცათ იმისთვის, რომ წაშალონ კანონის დარღვევით გასაჯაროებული სააკაშვილის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები - ბახსოლიანი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლა მოსთხოვა, უწყებას ჩანაწერი ამ დრომდე არ წაუშლია. როგორც სახელმ...

პოლიტიკა 1638954349

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557

პოლიცია
ყაჩაღობა "ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე - პოლიციამ ოზურგეთში ერთი პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთში, ლუკიოილის ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული თავს დაესხა ოპერატორის და იარაღის გამოყენებით თანხა გასტაცა: "შინა...

კრიმინალი 1638952539