თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს

თბს ვიზიონერი

თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.

 

წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი გახდა და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს.

 

ვიზიონერი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიის შერჩევასა და კარიერული მიზნების დასახვაში.

 

ამ მიზნით, ვიზიონერი სტუდენტებს სამ საგანმანათლებლო მიმართულებას სთავაზობს, რომლებიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებისთვის, მათი ინტერესების იდენტიფიცირებას და არჩეულ სპეციალობებში პროფესიულ რეალიზებას უზრუნველყოფენ.

 

აბიტურიენტებს ვიზიონერში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების შესაძლებლობაც ეძლევათ, ხოლო უნივერსიტეტში საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში - სწავლის დაფინანსების გარანტია.

 

პროფესიული თვითგამორკვევისა და კარიერის დაგეგმვის მხრივ ვიზიონერმა 2 პროექტი განახორციელა: კარიერული ორიენტაციის ღონისძიება და HR მენტორინგის პროგრამა “UP – U Pathfinder”. Ეს პროექტები შექმნილია ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი სრული პოტენციალის გამოვლენის მიზნით.

 

დაინტერესების შემთხვევაში, ახალგაზრდებს შეუძლიათ, ეწვიონ ვიზიონერის ვებ-გვერდს ან სოციალურ ქსელებს და გაუგზავნონ ფონდს თავიანთი მონაცემები. ვიზიონერი მოუთმენლად ელის აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება და საკუთარი უნარების რეალიზებისთვის საჭირო მოტივაცია აქვთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძეე
თბილისის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, უკანონო მშენებლობებისგან თავი შეიკავონ

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ.   როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის...

საზოგადოება 1747826851

კალა კალაძე
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, თბილისის მერიამ სუბიექტი 30 000 ლარით დააჯარიმა

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა.   როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილი...

საზოგადოება 1747826786

ზვიად ცეცხლაძე
„ზვიად ცეცხლაძე ვინახულე მითხრა რომ წერილი მან დაწერა საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი“ - ჩელე ყურუა

ჩელე ყურუა სოცქსელში წერს: ზვიად ცეცხლაძე ვინახულემითხრა რომ წერილი მან დაწერასაკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი14 მაისს სასამარ...

პოლიტიკა 1747825728

გახდი საქბანკი სტიპენდია
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. Fulbright-ი აშშ-ს მთავრობ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1747825582

ზარქუა ზუგდიდშია
ირაკლი ზარქუამ მარიამ სიჭინავას უჩივლა

აქტივისტი, „დროას“ წევრი, მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ „ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ უჩივლა. კიდევ ერთი ზუგდიდელი აქტივისტის, კერენ ესებუას ცნობით, პოლიციიდან მასაც დაურეკეს და უთხრეს, რომ საქმეა აღ...

პოლიტიკა 1747825185

დომოდედოვო
დრონებით თავდასხმის საფრთხე - დახურულია მოსკოვის 3 აეროპორტი

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, მოსკოვის აეროპორტები დაიხურა. "როსავიაციას" ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუშაობა შეაჩერეს შერემეტიევოს, ჟუკოვსკისა და დომოდედოვოს აეროპორტებმა. მოსკოვის მერი...

რუსეთ-უკრაინის ომი 1747825005